სტუ
27/10/2023

სატრანსპორტო ფაკულტეტს პოლონელი პროფესორი ვიზიტით სტუმრობდა

24 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ,,საავტომობილო ტრანსპორტის და ლოჯისტიკის დეპარტამენტს’’, საერთაშორისო სტაჟირების მიზნით, ,,Erasmus’’-ის გაცვლითი პრაგრამის ფარგლებში, „პოლონეთის მარია კიური სლადოვსკას უნივერისიტეტიდან - ,,Maria Curie Sklodowska University” (პოლონეთი, ქალაქი ლიუბლინი) პროფესორი ანა ტატარჩაკი ესტუმრა. იგი ასევე, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა სწავლების ხარისხის დარგში.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი სტუმარი მომავალი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების განხილვის მიზნით, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროფესორ ანა ტატარჩაკის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში, კონკრერტულად ლოჯისტიკის მიმართულებით საერთაშორისო სტაჟირების გავლა. მან სტაჟირება გაიარა დეპარტამენტის წამყვან პროფესორთან და ლოჯისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან რეზო თედორაძესთან. სტაჟირების პროცესში ასევე მონაწილეობდა ასისტენტ პროფესორი ქეთევან ურუშაძე.

სტაჟირების ფარგლებში დამუშავდა თემა: ,,გადაწყვეტილების მიღების ტექნიკის გამოყენება მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში’’, რის შედეგადაც სტატია პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.