სტუ
18/10/2023

სტუდენტებისათვის “Microsoft Office“-ის სასწავლო კურსი დაიწყო

18 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტური თვითმმართველობის პლატფორმაზე შექმნილი საინფორმაციო ჯგუფის წევრი სტუდენტებისთვის, “Microsoft Office” პროგრამის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსი დაიწყო.

კურსი სრულად მოიცავს “Microsoft Office“-ის პროგრამებს (“Word”; “Power Point”; “Exel”) და შედგება 10 ორსაათიანი, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისგან. კურსი ხორციელდება საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის დახმარებით, რომელიც სტუდენტებისთვის მსგავსი სასწავლო კურსების შეთავაზებას მომავალშიც გეგმავს.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტს გადაეცემა ელექტრონული სერთიფიკატი.