სტუ
04/10/2023

ფაკულტეტის საბჭომ დეკანის მ/შ კანდიდატურა დაამტკიცა

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს,  ჩატარდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, სადაც დღის წესრიგის მიხედვით განხილული იქნა საკითხი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია კენჭისყრის საფუძველზე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად, დამტკიცებული იქნა ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას კანდიდატურა.

სტუ-ის რექტორის შესაბამისი ბრძანებით,  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ასოც. პროფესორი ბორის გითოლენდია და მან დაიწყო თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება.