სტუ
შეხვედრა პირველკურსელებთან
29/09/2023

შეხვედრა პირველკურსელებთან

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის გითოლენდიამ, მენეჯერმა გია გოლეთიანმა, სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორმა გიორგი ქურასბედიანმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ სტუდენტებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს წარმატება, როგორც სტუდენტურ ცხოვრებაში ასევე კარიერულ განვითარებაში.

შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გაცნობითი სახის ტური მოეწყო, კერძოდ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, პირველკურსელებს დაათვალიერებინეს დეპარტამენტის სააუდიტორიო და ლაბორატორიული ბაზა, გააცნეს დეპარტამენტების სასწავლო პროგრამების სპეციფიკა და ინფორმაცია მიაწოდეს აკადემიურ პროცესსა და არსებულ სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დღეს პირველკურსელებს დაურიგდათ, მათთვის სპეციალურად მომზადებული ე.წ. „საინფორმაციო ფურცელი“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ფაკულტეტზე არსებულ სხვადასხვა სერვისებზე, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს.

საინფორმაციო ფურცლის ელ. ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.