გარდაიცვალა ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი თამაზ მეგრელიძე
გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი, მრავალი თობების აღმზრდელი ბატონი თამაზ მეგრელიძე.
- თამაზ იაკობის -ძე მეგრელიძე დაიბადა 1937წლის 20 დეკემბერს.
- 1956 წელს შევიდა და 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების საწარმოთა მანქანებისა და აპარატების კათედრა.
- 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით „კვების საწარმოთა პროცესები და აპარატები“.
- 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
- 1961-1966წწ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობეზე: საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორად: საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს ინჟინრად; თბილისის მე-4 მაცივრის ტექნიკურ ზედამხედველად.
- 1967-1997წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად; უფროს მასწავლებლად; დოცენტად.
- 2002-2006 წწ მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში კათედრის გამგედ;
- 2006-2019 წწ ხელმძღვანელობდა სტუ-ს კვების ინდუსტრიის დეპარტამენტს.
- 1997 წელს არჩეული იქნა საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. პროფესორი თამაზ მეგრელიძე არის 3 მონოგრაფიის, 22 სახელმძღვანელოს და 186 სტატიის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 27 კონფერენციაში; არის 118 გამოგონების ავტორი და რუსთველის 2 სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი, 2013 წელს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
პანაშვიდი: 10 ოქტომბერს მისამართი მ.ზანდუკელის 12, მე-5 სართული ( მეტრო რუსთველი)
გამოსვენება 11 ოქტომბერს 14 საათზე. წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიიდან გ. ასათიანის ქუჩა N10
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.