სტუ

დასრულდა საჯარო ლექციების ციკლი ქალაქების მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ,

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე დამთავრდა საჯარო ლექციების ციკლი ქალაქების მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ, რომელსაც გერმანელ ლექტორებთან ერთად უძღვებოდნენ ქართველი ლექტორები. ლექციების ძირითადი ნაწილი წაკითხული იქნა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, რომელსაც გარდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა, ესწრებოდნენ ილიუნისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ლექციების ციკლის ხელსშეწყობა განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის “მობილობა ქალაქებისთვის” მეშვეობით. 

საჯარო ლექციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა სატრანსპორტო მოძრაობით განპირობებული გარემოს დაბინძურების, მობილობის უსაფრთხოების, ქცევისა და დაგეგმვის საკითხებზე.

საჯარო ლექციების დასრულების შემდეგ დღეს, 14 ივლისს, ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ოთარ გელაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორმა, ქალბატონმა მარტინა კოლბმა აქტიურ სტუდენტებს გადასცეს სერთიფიკატები.