სტუ
28/10/2020

წარმატებით დასრულდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგი

       

წარმატებით დასრულდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგი  ,,პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა", რომელშიც  ჩართულები იყვნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.   ტრენინგი მოიცავდა ხუთ მოდულს:

I მოდული - სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში;
II მოდული - პოზიტიური სასწავლო გარემო პროფესიულ განათლებაში;
III მოდული - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები;
IV მოდული - კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება პროფესიულ განათლებაში;
V მოდული - პროფესიული სასწავლებლის პედაგოგთა პროფესიული განვითარება.


ტრენინგი მიმდინარეობდა Teams-ის პლატფორმის გამოყენებით.