დღეს 4 სექტემბერს „თეგეტა მოტორსის“ აუდიტორიაში ჩატარდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ო.გელაშვილის გაფართოებული სხდომები ფაკულტეტზე არსებულ თერთმეტ დეპარტამენტთან. სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ დეკანის მოადგილე მ. თალაკვაძე, მენეჟერი გ. გოლეთიანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნ. ბუთხუზი.

