23 ოქტომბერს შედგა TH Wildau-ს პრეზიდენტის ქ-ნი ულრიკე ტიპეს ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ). ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ორდიპლომიანი ლოგისტიკის პროგრამის სტუდენტებთან და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან. ქ-ნ ტიპე სტუდენტებს ესაუბრა TH Wildau-ში სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე და გერმანულ კომპანიებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებზე. სტუდენტებმა ქ-ნ ტიპეს წარუდგინეს ლოგისტიკის ახალი ლაბორატორია და გააცნეს მას რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო სისტემის (RFID) ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელიც გამოიყენება სასწყობის მართვის საერთაშორისო პრაქტიკაში.
22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილსა და გერმანიის ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (TH Wildau) პრეზიდენტს, პროფ. ულრიკე ტიპეს შორის.

