მობილობის ფარგლებში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "ლოგისტიკის დეპარტამენტში" გერმანულენოვან საბაკალავრო პროგრამას ეწვია შვიდი გერმანელი სტუდენტი TH Wildau-ს ლოგისტიკის პროგრამიდან. ქართველ სტუდენტებთან ერთად გაიმართა ექსკურსია კახეთში. გერმანელი სტუდენტები ორი კვირით იმყოფებიან სტუ-ში, სადაც ისინი გაივლიან ლექციების კურსს სატრანსპორტო ლოგისტიკაში. კურსს უძღვება TH Wildau-ს პროფესორი ჰერბერტ ზონტაგი.