სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები“. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მასტერკლასებს უტარებენ: ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექსპერტი, ნოტარიუსი, ფსიქოლოგი, მეცნიერ-მკვლევარი და პროფესიული ეთიკის სპეციალისტი. პროექტში მონაწილე სტუდენტები დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ იურისტებს.
ზემოაღნიშნული სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ეფექტურობას. პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს.
პროექტის ფარგლებში მასტერკლასებს ჩაატარებენ:
მოსამართლეები: ილონა თოდუა, მირანდა ერემაძე, დიანა ბერეკაშვილი, მერაბ ღვინიაშვილი;
პროკურორები: იოსებ ხუციშვილი, ირაკლი მინაშვილი
ოპერატიული თანამშრომელი: ჯემალ გაბელია
ადვოკატები: ირინა ბათიაშვილი, ივანე პეტრიაშვილი, ლელა წიკლაური
ექსპერტი: მალხაზ ჩიტაია
ნოტარიუსი: თინათინ დევდარიანი, თამილა გოგატიშვილი, ბესიკ სეხნიაიძე, ნანა როსეფაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: მარიამ აბულაძე;
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მასტერკლას ჩაატარებს მარიამ ჯიქია.
ასევე მასტერკლასებს აქტუალურ თემებზე ჩაატარებენ პროფესორები: ჯემალ ჯანაშია(ნარკოტიკების სამართალი), ჰენრი კუპრაშვილი(ჯანსაღი ცხოვრების წესი) და სხვები.
პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებს სტუდენტი -ანა ტაკაშვილი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მითითებულ მისამართზე 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლოთ
პროექტი განხორციელდება დისტანციურად zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
პროექტი დაიწყება 01 ნოემბრიდან. მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.
პროექტის კოორდინატორი: თამარ ბარამია 598332205
პროექტის აღწერილობა
ოპერატიულ თანამშრომელი
გამომძიებელი
პროკურორი
მოსამართლე-
ადვოკატი- საჯარო სამართლის მიმართულებით
საჯარო მოხელე-
საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება;
მეცნიერი, მკვლევარი
ექსპერტი
ნოტარიუსი
ფსიქოლოგი