2009 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2011 წელს დაამთავრა უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს დაამთავრა დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მუშაობს სამშენებლო კომპანია დეკოლაინში და გახლავთ გენერალური დირექტორი ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.