2008 წელს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს კი დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი დოქტორანტურა. (სამართალმცოდნეობა, სპეციალობით სისხლის სამართალი). 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის- ასოცირებული პროფესორი; ამჟამად არის სამართლის ტრენინგ ცენტრი LCIM - სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის ექსპერტი/ტრენერი, უცხო ენებისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ცენტრის შპს „Global Education Georgia“ გენერალური დირექტორი და,,ქართველ მუსლიმთა კავშირი -Georgian Muslims Union “ იურისტი