საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაციის) ადვოკატის, ახალგაზრდა პედაგოგისა და მკვლევრის – ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
„36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – ლევან დუნდუა – შესანიშნავი მკვლევარი და იურისტი, კეთილსინდისიერი პედაგოგი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში, ადამიანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით, უნივერსიტეტისა და კოლეგების სიყვარულით.
მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია . აქტიური მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმზოზიუმებში. გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ლევანის ოჯახს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.
ღმერთმა განსასვენებელში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული”. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე