საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხულ პირველკურსელ საერთაშორისო სტუდენტებთან გეგმიური გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი სასწავლო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის შეუფერხებლად წარმართვის, უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან და სასწავლო-კვლევით პროცედურებთან ადაპტირების, ასევე, ადმინისტრაციული სერვისების ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იყო.
ღონისძიება სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა გახსნა. ლელა ჩიქოვანმა სტუდენტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ფაკულტეტის საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე, ასევე, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურაზე.