თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ფაკულტეტს ესტუმრნენ
2 დეკემბერს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლები თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორია“, რომელმაც მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად აქცია.
ასეთი ხასიათის აქტივობები ფართოდ უწყობს ხელს მოსწავლე-ახალგაზრდობის ადაპტაციას უმაღლესი სასწავლებლის გარემოსთან, მათ ჩართულობას სტუდენტურ ატმოსფეროში, შეხვედრის განმავლობაში ჩატარებული ვიქტორინები და როლური თამაშები კი, მოსწავლეებისთვის ანალიტიკური აზროვნების განვითარების და სამართალწარმოების სფეროს უკეთ გაცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა.
მოსწავლეებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი ივანე (მამუკა) გიორგაძე, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახა ძაგანია და კონსულტანტი ხათუნა საგინაშვილი.
შეხვედრის დასასრულს აქტიურ და გამორჩეულ მოსწავლეებს საპატიო დიპლომები გადაეცათ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.