სტუ
29/05/2025

„მსოფლიო და კავკასია“ - XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

20 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ ჩატარდება. 

კონფერენციის სამუშაო ენებია - ქართული, ინგლისური, რუსული. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ (განაცხადის ფორმა). 

მომხსენებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოხსენების გაგზავნის ბოლო ვადაა მ/წლის 15 ივნისი. 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.