საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა პარასპორტსმენმა ფარიკაობაში, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელმა, 2017 წელს ნიდერლანდებსა და პოლონეთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანმა, 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის მონაწილემ და 4 წლის მანძილზე 9 ოქროს მედლის მფლობელმა ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია - „გზა - მდე და მერე“, გამართა.
ირმა ხეცურიანის საჯარო ლექცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით ჩატარდა, ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ განაცხადა, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანის ცხოვრების გზა თანატოლებისა და მომავალი თაობებისთვის არის დაუღალავი შრომის, შეუდრეკელობისა და წარმატების მაგალითი.