5-12 მაისს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის სასწავლო-პრაქტიკული ლაბორატორიის ხელმძღვანელები ვაჟა შუბითიძე და ედიშერ ჯაფარიძე სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში, სტრასბურგში იმყოფებოდნენ.
ქართველი პროფესორები სტრასბურგის უნივერსიტეტის არქივში და მთვარ ბიბლიოთეკაში მიხეილ მუსხელიშვილის შესახებ საინტერესო საარქივო მასალებს გაეცნენ. სტრასბურგის უნივერსიტეტს და სტრასბურგის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს მათი წიგნები და მონოგრაფიები, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორებში.
გარდა ამისა, მოინახულეს ,,ლევილის მამული’’ და გაეცნენ იქ არსებულ შემორჩენილ საარქივო მასალებს. დაათვალიერეს ლევილის სასაფლაო და პატივი მიაგეს გარდაცვლილ ემიგრანტების ხსოვნას.
პროფესორებმა ვაჟა შუბითიძემ და ედიშერ ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პატივი მიაგეს სტრასბურგში, მიხეილ მუსხელიშვილის საფლავს. მუსხელის საფლავზე, საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაბნიეს, რაც მუსხელის სურვილი იყო, რომ ,,თუ საქართველოში ვერ დავსაფლავდები ქართულ მიწას მაინც მაზიარეთ სიკვდილის შემდგომ’’,
მიხეილ მუსხელის ეს, სურვილი 60 წლის მერე აღსრულდა.
ამასთანავე, ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა სტრასბურგის მიშელ მუსხელის სახელობის საკვირაო სკოლაში საჯარო ლექციები ჩაატარეს თემაზე- ,,სამშობლოს მნიშვნელობასა და მიხეილ მუსხელიშვილის ევროინტეგრაციის ღვაწლის შესახებ’’, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის აღსაზრდელებში.
საკვირაო სკოლას ქართველი პროფესორების წიგნები/მონოგრაფიები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საჩუქრად გადაეცათ.
ელჩმა, ევროპის საბჭოში მუდმივმა წარმომადგენელმა ქალბატონ თამარ ტალიაშვილმა ქართველი პროფესორები ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტში და ევროსასამართლოში დასათვალიერებლად მიიწვია.
მიშელ მუსხელის ლაბორატორიის სახელით დიდი მადლობას ვუხდით ელჩს, ევროპის საბჭოში მუდმივ წარმომადგენელს თამარ ტალიაშვილს და მის ყველა თანამშრომელს გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.