30 აპრილს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები" .
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: სამართლის დოქტორი გია მეფარიშვილი; სამართლის დოქტორი დარეჯან ლეკიაშვილი; სამართლის დოქტორი ვლადიმერ მაჭარაშვილი; ეკონომიკის დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი; ეკონომიკის დოქტორი შოთა ვეშაპიძე და მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე.
კონფერენციის დისკუსიაში მონაწილეობდნენ ოპერატიულ-საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების მქონე პოლიციის, უშიშროებისა და დაზვერვის სპეციალისტები, ასავე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
აღნიშნული კონფერენცია ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევართა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.