14 და 18 მაისს, სტუ-ის სტუდენტთა 88 -ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციის ფარგლებში სტუდენტები მოხსენებებით წარდგნენ.
სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, ასისტენტი მაკა აბულაძე,
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციას ხელმძღვანელობდა ასისტენტ-პროფესორი მაია მანჩხაშვილი.
კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები, რის შემდეგ ჟიურის წევრებთან გაიმართა დისკუსია.