ლაბორატორიული კომპლექსი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით IT სფეროსა და ციფრულ ტექნოლოგიებში.
ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია, უნიკალურია ბევრი პარამეტრის გამო. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია არ არსებობს.
ლაბორატორიული კომპლექსი განთავსებულია 4 000 კვ.მ ფართობზე და აქ ინფორმაციული ტექნოლოგიის ყველა მიმართულებაა გათვალისწინებული.
ლაბორატორიაში არის როგორც სქემატექნიკური ნაწილი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ბაზაზე შესაძლებელია 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რაც სრულიად უნიკალური მონაცემია საერთაშორისო წამყვან ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, აქ არის მთელი რიგი ლაბორატორიები, რომლებიც შექმნილია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ და მათ ანალოგი არ აქვს.
უნივერსიტეტს შეემატა კვლევითი-სასწავლო და საექსპერტო ცენტრი სამი დანიშნულებით - სწავლა, მეცნიერება და ექსპერტიზა.
ლაბორატორიული კომპლექსის დანიშნულებაა, სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვა ინფორმატიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, მართვის ციფრული ტექნოლოგიების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სისტემური ინჟინერინგის, პროგრამული ინჟინერიის, იმიტაციური მოდელირების, ბირთვული ინჟინერიის IT-ის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის უნიკალური ულტრათანამედროვე აღჭურვილობა ექსპერტული საქმიანობის განვითრებისა და საშუალებასაც იძლევა. აქ, სრული შესაძლებლობაა განხორციელდეს ციკლი - „კვლევა-პროექტირება-საინჟინრო გადაწყვეტა-რეალიზება“.
ახალ ლაბორატორიულ კომპლექსში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით გაიღრმავონ და საინჟინრო საქმიანობა აწარმოონ. კომპლექსში გამოყენებულია, როგორც სასწავლო დანიშნულების, ასევე საინჟინრო ობიექტებზე რეალური ტექნოლოგიური პროცესების მართვისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დაინდივიდუალური თუ ჯგუფური ექსპერიმენტებისა და კვლევების საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიული კომპლექსი განთავსებულია სამრეწველო არქიტექტურის სტილში შესრულებულ ოთხსართულიან ახალ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების 32 ლაბორატორიას, სტუდენტებისთვის კრეატიული და ჯგუფური პროექტების შემუშავების, პრეზენტაციებისა და სხვა დამხმარე სივრცეებს. კომპლექსში 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობის დიდი ნაწილი არის ორიგინალური - შემუშავებული და რეალიზებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ლაბორატორია გაიხსნა 2019 წლის მარტიდან
მიკროპროცესორული სისტემების - 1 ლაბორატორიას
ლაბორატორიას
ლაბორატორიას
ლაბორატორიის დანიშნულებაა წარიმრთოს სასწავლო და კვლევითი პროცესები ინფორმატიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, მართვის ციფრული ტექნოლოგიების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სისტემური ინჟინერინგის, პროგრამული ინჟინერიის, იმიტაციური მოდელირების, ბირთვული ინჟინერიის IT-ის სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალი- სტების და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების საფუძველზე.
ლაბორატორიაში სასწავლო და კვლევითი პროცესების გამართულად მიმდინარეობა
აღჭურვილობის განვითარება და მოდერნიზება;
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
სასწავლო და კვლევით პროცესებში ახალი მეთოდების დანერგვა;
ლაბორატორიის საქმიანობაში სტუდენტთა ფართო მასების აქტიურად ჩართვა.
ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიღრმავონ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა. ლაბორატორიაში გამოყენებულია როგორც სასწავლო დანიშნულების აღჭურვილობა, ასევე საინჟინრო ობიექტებზე რეალურ
ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან.
სისტემა განსაზღვრავს ნიადაგის ტენიანობის დონეს პროცენტებში და შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლიდან გამომდინარე ახდენს მცენარის მორწყვას. ჭკვიანი მორწყვის სისტემის მოდელში ნაჩვენებია ამ სისტემის მონიტორინგის და მართვის ორო მეთოდი. პირველ შემთხვევაში ეს შესაძლებელია LED ნათურების (ინდიკატორი) და ღილაკის გამოყენებით და მეორე შემთხვევაში კომპიუტერიდან შესაბამისი ინტერფეისის დახმარებით.
მოდელში დამუშავებულია შენობა ნაგებობებისთვის შესასვლელი კარის გაღება-დახურვის მართვის საშუალებები.
ამ მოდელში გამოყენებულია კარის მართვის სამი სხვადასხვა მეთოდი, ესენია: სმარტფონით მართვა, ღილაკითა და კლავიატურით მართვა და მოძრაობის დეტექტორებით მართვა.
დაფაზე განთავსებული საკიდები დაკავშირებულია LED ნათურებთან (ინდიკატორი). დაფაზე ჩართული მწვანე ნათურა აღნიშნავს კონკრეტული გასაღების ყოფნას, არსებობას კონკრეტულ საკიდზე, ხოლო ჩართული წითელი ნათურა პირიქით, გასაღების არ არსებობს.
ეს პროცესი აადვილებს ორგანიზაციაში არსებული ოთახების გასაღებების გამოყენებადობის აღქმის უნარს და კონტროლის მექანიზმს. შექმნილია ბაზა რომელიც ახდენს პიროვნებების იდენტიფიკაციას, შესაბამისად საშუალება გავაქვს დავადგინოთ გასაღების წამღები პიროვნების ვინაობა.
რადგანაც ყოველთვისა მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენით იმატებს სკაში თაფლის რაოდენობა, ამისათვის დამზადებულია მოწყობილობა რომელიც გაზომავს სკის წონას და GSM ანტენის გამოყენებით აგზავნის ინფორმაციას. ამისათვის შექმნილია შესაბამისი აპლიკაცია.
თვითმფრინავის ძრავის დისტანციური მართვა
დამუშავებულია აპლიკაცია და web ინტერფეისი მოწყობილობების დისტანციური (WIFI) მართვისათვის თვითმფრინავის მაგალითზე.