მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია
მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია ფუნქციონირებს 2011 წლიდან, შედგება სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებისგან და ემსახურება მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტს.
დეპარტამენტში გაერთიანებულია ექვსი მიმართულება:
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: მაკროსკოპული ანალიზი ტეხის მაკროანალიზი. ბლანტი, მყიფე და შერეული ტეხები. ტეხის ტიპების მიხედვით ლითონის რღვევის ტიპის განსაზღვრა. შლიფის მაკროანალიზი ელემენტების განაწილების ხასიათის დადგენა ნიმუშის განივ კვეთში. გოგირდის ლიკვაციის განსაზღვრა ფოლადში. ნახშირბადიანი ფოლადების მარკის დადგენა მეტალოგრაფიული მეთოდით. სტრუქტურული ანალიზის საფუძველზე ფაზათა ურთიერთშეფარდების დადგენა და ნახშირბადის რაოდენობის განსაზღვრა. ნახშირბადის შემცველობის მიხედვით ფოლადის მარკის დადგენა. შლიფის მაკროანალიზი ელემენტების განაწილების ხასიათის დადგენა ნიმუშის განივ კვეთში. გოგირდის ლიკვაციის განსაზღვრა ფოლადში. ნახშირბადის შემცველობის გავლენა ფოლადის სისალეზე სისალის განაწილების ხასიათის დადგენა ფოლადებში ნახშირბადის შემცველობაზე.
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: საკაზმე მასალების მომზადება დაბრიკეტებისათის. მასალების ფრაქციული შედგენილობის შერჩევა. შემკვრელი ნივთიერების შერჩევა; მადნური და მონოკაზმის ბრიკეტების მიღება. მასალების ფრაქციული შედგენილობის შერჩევა. შემკვრელი ნივთიერების შერჩევა. დაწნეხვის სიდიდის შერჩევა; ბრიკეტების ფიზიკო–მექანიკური თვისებების შესწავლა. ბრიკეტების გამოცდა კუმშვაზე, ჩამოგდებაზე, ცვეთა–მედეგობაზე; ბრიკეტების ფიზიკო–მექანიკური თვისებების შესწავლა. ბრიკეტების გამოცდა კუმშვაზე, ჩამოგდებაზე, ცვეთა–მედეგობაზე; საკერძე მტვერის და კოქსის ანაცერის დაბრიკეტება. ბრიკეტების მიღება კომპონენტების სხვადასხვა თანაფარდობით; ბრიკეტებისა და გუნდების ფიზიკო–მექანიკური თვისებების შესწავლა. ბრიკეტების გამოცდა კუმშვაზე, ჩამოგდებაზე, ცვეთა–მედეგობაზე და ღუმელში სხვადასხვა ტემპერატურაზე შრობის რეჟიმის დადგენა; რკინის მადნის გარბილების ტემპერატურის განსაზღვრა; მონოკაზმის ბრიკეტის გარბილების ტემპერატურის განსაზღვრა; მონოკაზმის ბრიკეტის გარბილების ტემპერატურის განსაზღვრა; ნედლი (არამეტალიზირებული) მონოკაზმის ბრიკეტების დნობა ელექტროღუმელში; მეტალიზირებული მონოკაზმის გარბილების დაწყებისა და დამთავრების ტემპერატურების და გარბილების ტემპერატურული ინტერვალის განსაზღვრა; რკინის მადნის მყარი ნახშირბადით აღდგენის შესწავლა.; რკინის მადნის მყარი ნახშირბადით აღდგენის შესწავლა.; ტემპერატურის გავლენის შესწავლა მონოკაზმის რკინის აღდგენადობაზე; მონოკაზმის ბრიკეტების დნობა ელექტროღუმელში; დნობის მატერიალური ბალანსის განსაზღვრა; წიდის რაოდენობის გაანგარიშება და შედარება წიდის რაოდენობასთან კონკრეტულ დნობაზე; მეტალიზირებული გუნდების დნობა ელექტროღუმელში; გუნდების მომზადება, აწონვა, ჩატვირთვა ღუმლის სამუშაო სივრცეში. დნობის პროცესის ქრონომეტრაჟი. თხევადი ლითონის და წიდის გამოშვება; წიდის შედგენილობის კორექტირება მავნე მინარევების მოშორების მიზნით.
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: მადნის დამუშავება. სულფიდური კონცენტრატის მდუღარე შრეში გამოწვის გამოთვლა. დნობის მატერიალური ბალანსის შედგენა მდუღარე შრეში უფლუსოდ; დესულფურიზაციის ხარისხი. შტეინის შედგენილობის მიხედვით ნედლი სპილენძის კონცენტრატის დესულფატიზაციის ხარისხის გამოთვლა; წყალხსნარების ელექტროლიზის დროს ელექტროდებზე მიმდინარე პროცესების გაცნობა და თუთიის სულფატური ხსნარების ელექტროლიზისას კათოდური პროდუქტის დენით გამოსავლის გამოთვლა; ქალკოპირიტის კონცენტრატის გამოტუტვა. მიღებულ გამოტუტულ ხსნარში სპილენძის და რკინის იონების რაოდენობის განსაზღვრა; ელექტროლიზი სპილენძის მეტალურგიაში. სპილენძის ელექტროკრისტალიზაცია. შავადი სპილენძის ელექტროლიზური რაფინირება. ანოდური დენით გამოსავლის გამოთვლა. კათოდური დენით გამოსავლის გამოთვლა; სპილენძის ჰიდრომეტალურგია. ელექტროლიზი სპილენძის მეტალურგიაში. სპილენძის ელექტროკრისტალიზაცია. შავადი სპილენძის ელექტროლიზური რაფინირება. ანოდური დენით გამოსავლის გამოთვლა. კათოდური დენის ეფექტურობის გაანგარიშება; ტყვიის მეტალურგია. ტყვიის კონცენტრაციის გამოთვლა ტყვიის ძირითად ნედლეულში; ალუმინის მეტალურგია. ალუმინის მიღების მეთოდები; კეთილშობილი ლითონების მეტალურგია. ოქროს გამოტუტვის ხარისხის გამოთვლა, ოქროს ხსნარებიდან ამოღების ხარისხის გამოთვლა; ვერცხლის მადნები და მინერალები. ვერცხლის მადნებისა და კონცენტრატების გადამუშავების მეთოდები. ვერცხლის კონცენტრაციის განსაზღვრა მინერალებსა და მადნებში.
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: საყალიბე ქვიშების თვისებების განსაზღვრა; ქვიშის მარცვლების ზომების განსაზღვრა; საყალიბე ნარევის აირგამტარიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის ტენიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის სიმტკიცის განსაზღვრა; მოდელების ტიპები და მათი დამზადება; ყალიბის თბოგამტარობის გავლენა სხმულის გაცივების სიჩქარეზე; რუხი თუჯის დნობა ინდუქციურ ღუმელში; ნადნობის თხიერდენადობის განსაზღვრა; თუჯის მიკროსისალის გაზომვა; მაღალმტკიცე თუჯის გამოდნობა; მაღალმტკიცე თუჯის თერმული დამუშავება; სხვადასხვა პარამეტრების გავლენა ნადნობის თხიერდენადობაზე; თხევადი შუაგულის ფორმა და სიგრძე. ჩამოსხმის სიჩქარის გავლენა თხევადი შუაგულის სიგრძეზე.
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: ლითონების პლასტიკური დეფორმაციის არსი და ბუნება. მონოკრისტალის და პოლი -კრისტალის პლასტიკური დეფორმაცია; გლინებით ლითონის შეტაცება. გრძივი გლინვა. ხახუნი გლინვის პროცესში; საგლინავი მასალები. სხმულები და ნამზადები. ნამზადების წარმოება უწყვეტი ჩამოსხმით; ნატვიფრი დეტალების დამზადება. ტვიფვრის ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება ნატვიფვრი დეტალების დასამზადებლად (კბილანების ტიპის); პერიოდული ხასიათის პროფილური ტვიფვრა. პერიოდული ხასიათის პროფილური ტვიფვრის უპირატესობა მრუდხარა წნეხებზე ცხლად ტვიფვრასთან შედარებით; ფურცლოვანი მასალები. ფურცლოვანი მასალების მექანიკური და ტექნოლოგიური გამოცდები; მასალების გამოჭიმვა. ფურცლოვანი მასალების და ლითონების დაძაბულ-დეფორმი- რებული მდგომარეობაში გამოჭიმვა; ჭიქის მსგავსი დეტალების გამოჭიმვა. ნამზადის დიამეტრისა და გადასვლის რიცხვის განსაზღვრა ჭიქის მსგავსი დეტალების გამოსაჭიმვად.
ლაბორატორიებში ტარდება შემდეგი ამოცანები: შენადუღი ნაკერის გეომეტრიული ზომების შედუღების რეჟიმის პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა; შედუღების დენის ძალის გავლენის შესწავლა ჩადნობის სიღრმეზე. რკალის ძაბვის გავლენის შესწავლა ნაკერის სიგანეზე; ცხელი ბზარებისადმი მედეგობა. მაღალნახშირბადიანი ფოლადების ცხელი ბზარებისადმი შეფასების შესწავლა; ფურცლების პირაპირა შედუღებისას სითბოს გავრცელების პროცესის შესწავლა; მოცემული შედუღების რეჟიმის პარამეტრების და შესადუღებელი თხელი ფურცლების თბოფიზიკური სიდიდეების მიხედვით გახურებისა და გაცივების ტემპერატურული ველის გაანგარიშება; შედუღების მიმართულებით და მის მართობულად ტემპერატურის განაწილების განსაზღვრა მძლავრი სწრაფადგადადგილებადი სითბოს წყაროს მოქმედებისას; ავტომატური შედუღებისას საელექტროდო მავთულის გახურების პროცესის გაანგარიშება; საელექტროდო მავთულის დენით და რკალით გახურების ტემპერატურის განსაზღვრა; საელექტროდო მავთულის დენით და რკალით გახურების ტემპერატურის განსაზღვრა; ფარდობითი წრფივი და მოცულობითი ტემპერატურული დეფორმაციების განსაზღვრა; შედუღების რეჟიმის მოცემული პარამეტრების მიხედვით დაბალნახშირბადიანი ფოლადე-ბის, მაღალნახშირბადიანი ფოლადების შედუღებისას წრფივი და მოცულობითი დეფორ-მაციების განსაზღვრა; შენადუღი ნაკერის გეომეტრიული ზომების შედუღების რეჟიმის პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა; შედუღების დენის ძალის გავლენის შესწავლა ჩადნობის სიღრმეზე. რკალის ძაბვის გავლენის შესწავლა ნაკერის სიგანეზე.
აღნიშნული ლაბორატორიების ფუნქციური დატვირთვაა განახორციელოს ფაკულტეტზე სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები.