სტუ
 

14/06/2018

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.
31/03/2018

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ