18 ივნ

პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ

ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას
17 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
03 ივნ

სამეცნიერო სემინარი

31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21 მაი

ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს

საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის

გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - hr@neopharmi.ge
15 მაი

სამეცნიერო სემინარი

15 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,კერამიკა ტექნიკური პროგრესის სასხლეტი კაუჭი” სემინარს უძღვებოდა პროფ: გურამ გაფრინდაშვილი, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა მისი ხელმღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვანი შედეგებით და ბიზნეს - სფეროში დანერგვის პერსპექტივით.
სიახლეების სრულად ნახვა

მსოფლიო კონგრესი

მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი

SCIF-2018

2018 წლის 15-19 მაისს ბათუმში ჩატარდა ,,მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი“. ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სახელით, კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მივიღეთ ორმა წარმომადგენელმა: ასოცირებულმა პროფესორმა მაია წვერავამ და მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა, სალომე ჭეიშვილმა.

კონგრესის სამუშაო პროგრამა, ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავდა: ბიზნეს-სექტორი, მწარმოებლები (ამ მიმართულების საწარმოთა წარმომადგენლები) და სამეცნიერო კვლევითი ნაწილი. კონგრესისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ იყო.

მსოფლიო კონგრესი ეძღვნებოდა მინერალური სასუქებისა და პესტიციდების წარმოებაში, ინოვაციურ იდეებსა და გადაწყვეტილებებს. წარმოდგენილი თემატიკები, არა მარტო ახალ ტექნოლოგიებს, არამედ წარმოების აპარატურულ მომსახურებას და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს ეხებოდა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები მსოფლიოს 18 ქვეყნიდან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, კანადა, ლიეტუვა, ლუქსენბურგი, პოლონეთი, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აშშ, ჩეხეთი, შვეიცარია და რუსეთის ფედერაცია. მოხსენებების წარდგენა, ძირითადად 1-2 სამუშაო დღეს შედგა. მე-3-ე სამუშაო დღე დაეთმო მონაწილეთა შორის საქმიან დიალოგს, კონტაქტების დამყარებას, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას.

           ჩემს მიერ კონგრესზე წარმოდგენილი იყო მოხსენება, „ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, ქიმიური სასუქების წარმოების ზოგიერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა“, რომლის პრეზენტაცია და რეზიუმე თან ახლავს წარმოდგენილ ანგარიშს. მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ქიმიური წარმოების განვითარების პერსპექტივა მოიცავს, არამარტო ამ მიმართულების ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ მიღებული შედეგების მეცნიერულ გააზრებას. წარმოებისა და სამეცნიერო წრეების აქტიური თანამშრომლობა, განსაზღვრავს ამ სფეროს წარმატებას.

ჩვენი ფაკულტეტისა და „საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოების განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ სახელით, განვაცხადე ურთიერთთანამშრომლობის მზაობა სამი მიმართულებით: 1. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები; 2. საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა; 3.საქართველოში იმპორტირებული მინერალური სასუქებისა და პესტიციდების ვარგისიანობის ანალიზი ჩვენი ეკოსისტემისათვის.

კონგრესის მსვლელობისას, ჩემს მიერ შეთავაზებული იდეა, სრულად მხარდაჭერილი იქნა ბელორუსიის წარმომადგენლების მიერ იმდენად, რომ ბელორუსის ნაციონალური აკადემიის წარმომადგენელმა, პროფესორმა ნ. კრუტკომ აღარ წარმოადგინა თავისი მოხსენება. მისი გამოსვლა დაიწყო ჩემი იდეის სრული მხარდაჭერით, რომელიც კიდევ უფრო განავრცო და შემოგვთავაზა მისი ერთობლივი განხორციელების გეგმა.

           SCIF-ის მსოფლიო კონგრესის მთავარმა ორგანიზატორმა, ლეონიდ ხალიმოვმა (უკრაინა), როგორც კონგრესზე თავისი გამოსვლისას, ასევე პირად საუბარშიც აღნიშნა ამ იდეების მხარდაჭერა აღგვითქვა, რომ შემდეგი კონგრესის ორგანიზებისას შეიტანს სათანადო ცვლილებებს ამ მიმართულებით და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

ამ ეტაპისათვის გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის რეალური შემოთავაზებები ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის და ბულგარეთის წარმომადგენელთაგან.

პატივისცემით მაია წვერავა


დელეგატები დაჯილდოვდა დიპლომით



თეზისი

პრეზენტაციის ჩამოტვირთვა