25/06/2019
87-ე საერთაშორისო კონფერენცია
25/06/2019
არჩევნები
2019 წლის 10 ივლისს სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის 2 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდება ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობის არჩევნები
24/06/2019
საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსის შესახებ
საგრანტო კონკურსის დებულება
21/06/2019
ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!
კომპანია „ავერსი- ფარმა“ გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრას 27 ივნისს, 14:00 საათზე ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული ).
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
21/06/2019
სტუ-ის სტუდენტთა 87 ღია საერთაშორისო კონფერენცია
სტუ-ის სტუდენტთა 87 ღია საერთაშორისო კონფერენცია. ბედნიერებაა ,როცა შენს თვალწინ კრისტალდებიან შენი მომავალი კოლეგები. სხდომას უძღვებოდა ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ცინცაძე.სტუდენტები არაჩვეულებრივად გადმოცემდნენ სამუშაოს, 3იყო სიახლე და ეს ყველაფერი ვიზუალურად (რაც არ მიკვირს) სიყვარულით იყო მოწოდებული.მადლობა ჩემს კოლეგებს ასოცირებულ პროფესორებს: ნანა გეგეშიძეს, რეზო კლდიაშვილს, ჟუჟუნა პეტრიაშვილს, თენგიზ წივწივაძე, ნინო კილასონიას, თამარ გიორგაძეს. სტუდენტმა დათო მარგიევმა პირველი ადგილი დაიმსახურა-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა გეგეშიძე.
18/06/2019
პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ
ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას
17/06/2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
03/06/2019
სამეცნიერო სემინარი
31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21/05/2019
ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს
საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20/05/2019
ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის
გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე -
hr@neopharmi.ge
სიახლეები 141 - 150 სულ 259
პირველი გვერდი
|
წინა გვერდი
|
13
14
15
16
17
|
შემდეგი გვერდი
|
ბოლო გვერდი