სტუ
11/08/2021



აბ­ბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (ი­რაკ­ლი მა­ხა­რა­ძე) 2021 წლის 31 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სადოქტორო პროგრამის „ქი­მიუ­რი და ბიოლოგიური ინჟინერია“ ფარგლებში, პროფესორ გუ­რამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სამეცნიერო ნაშ­რო­მისთვის „ა­ლა­ვერ­დის X-XI საუ­კუ­ნის ღვი­ნის მარ­ნის ქვევ­რის ფი­ზი­კურ­-ქი­მიუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა“ დოქ­ტო­რის აკა­დე­მიუ­რი ხა­რის­ხი მოიპო­ვა.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენისას მეუფე დავითმა აღნიშნა, რომ კვლევა ეძ­ღვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვადას­ხვა რე­გიონ­ში მცხოვ­რებ, ძვე­ლი თაო­ბის ღვაწ­ლმო­სილ და ამ­ჟა­მად მოქ­მედ ოს­ტატ მექ­ვევ­რეებს, რომ­ლებ­მაც 8000 წელ­ზე მე­ტი ხნის მან­ძილ­ზე დაუ­ღა­ლა­ვი შრო­მით დი­დი წვლი­ლი შეი­ტა­ნეს ქვევ­რის ღვინის ტექ­ნო­ლო­გიის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მისი თქმით, ნაშრომი ასე­ვე, ეძღვნება დიდ ქარ­თველ მეც­ნიერს, აკადემიკოს სერ­გი დურ­მი­ში­ძეს, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით პირ­ველ­მა დაიწ­ყო ქვევ­რის ღვი­ნის მეც­ნიე­რუ­ლი კვლე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას ჩაუ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

„დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქვევ­რის მო­მა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად „დაღ­ვი­ნე­ბის პრო­ცეს­შია“, რად­გან ჩვენ ვიკ­ვ­ლევთ მას. ქვევ­რის საუ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბის შე­საქ­მნე­ლად, წარ­მოე­ბის კვლე­ვის ხელ­შეწ­ყო­ბი­სა და სტანდარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბი­სთ­ვის აშენ­და იყა­ლ­თოს ქვევ­რის პირ­ვე­ლი სკო­ლა­-ა­კა­დე­მია. ჩვე­ნი ახა­ლი ტრადიცია არის და­ვიწ­ყე­ბუ­ლის აღ­დგე­ნა და სურ­ვი­ლი, მცდე­ლო­ბა, რომ ძვე­ლი, დღე­ვან­დე­ლი და მომავალი გაერ­თიან­დეს ისევ იმ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნუ­კუთ­ვნა ღმერ­თმა. ალავერდის ის­ტო­რიუ­ლი მარ­ნის რეა­ბი­ლი­ტა­ციით მე-11 საუ­კუ­ნე გაა­ხალ­გაზ­რდავ­და და 21-ე საუ­კუ­ნე დაბ­რძენ­და. 8000 წე­ლია, ვა­ზი და ქარ­თვე­ლი კა­ცი ერ­თად მო­დიან. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ურ­თიერ­თო­ბა კულტურის სფე­როს გას­ცდა და ქარ­თვე­ლის იდენ­ტო­ბის ერ­თ-ერ­თი გან­მსაზ­ღვრე­ლი თვი­­სე­ბა გახ­და. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სთ­ვის საქ­ვეყ­ნო ბაზ­რის გზა გაიხ­სნა.

ქვევ­რში ღვი­ნის ტრა­დი­ციუ­ლი მე­თო­დით და­ყე­ნე­ბის უარ­ყო­ფას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვევ­რის ხა­რის­ხის გა­ფუ­ჭე­ბა. თი­ხი­სგან ხა­რის­ხია­ნი ქვევ­რის შე­ნე­ბი­სა და გა­მოწ­ვის ცოდ­ნა და სურვილი დაი­კარ­გა, ჩვე­ნამ­დე არას­რულ­ფა­სოვ­ნად მოაღ­წია. ასე მივიღეთ ქვევრის გასანთვლისა თუ გაპოხვის (ცხოველის ქონით ქვევრის კედლის დამუშავება) მავნე, უსუსური პრაქტიკა, რომელიც სასწრაფოდაა შესაცვლელი ხარისხიანი ქვევრის წარმოებით. დღეს ქვევ­რი­სა და ქვევ­რში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გაი­ზარ­და არა მა­რ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში, კანა­და­ში, ავ­სტრა­ლია­ში. ქვევ­რის ღვი­ნის რეა­ბი­ლი­ტა­ცია, უდავოდ, ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის მარ­ნი­დან დაიწ­ყო. ქვევრის სკოლა-აკადემიის პროექტი არ არის ბიზნეს პროექტი. ეს სო­ცია­ლუ­რი ბიზ­ნეს პროექ­ტია, რაც გუ­ლის­ხმობს კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სეუ­ლო­ბე­ბის დაც­ვას, მოვლას, შეს­წავ­ლა-კვლე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. შე­ნო­ბა­ში არის თა­ნა­მედ­რო­ვე ქუ­რა, სა­გან­გე­ბოდ აკადემიისათ­ვის იტა­ლია­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი; საუ­კე­თე­სო სა­მუ­შაო გა­რე­მო; კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია ხელსაწ­ყო-და­ნად­გა­რე­ბით; ვრცე­ლი სა­ხე­ლოს­ნო ოს­ტა­ტე­ბი­სა და შე­გირ­დე­ბი­სათ­ვის.

დიახ, სა­ქარ­თვე­ლო არის ვა­ზის, ღვი­ნისა და ქვევ­რის აკ­ვა­ნი!!! ქვევ­რის სამ­შობ­ლო მო­ვა­ლეა ქვევ­რის სტანდარ­ტი დაად­გი­ნოს. თი­ხის წი­ნას­წა­რი ლა­ბო­რა­ტო­რიუ­ლი კვლე­ვა, მი­სი ფი­ზი­კურ-­ქი­მიუ­რი და ტექნოლო­გიუ­რი კვლე­ვა უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა მე­თუ­ნეო­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ამ თე­მის წარდგი­ნე­ბა ეძ­ღვნე­ბა ამ სა­კით­ხის გაღ­ვი­ვე­ბას, რომ ქვევ­რის სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვა არ არის ერ­თი­-ო­რი წლის მუ­შაო­ბის და კვლე­ვის სა­გა­ნი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გაგ­რძელ­დეს და ბიძ­გი მიე­ცეს შემ­დგომ კვლე­ვებს, გაღვივ­დეს ახალ­გაზ­რდებ­ში სა­მეც­ნიე­რო ინ­ტე­რე­სი ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად.

მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­თვის რთული ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი არა სადოქტორო ხა­რის­ხის­თვის, არა­მედ მეცნიერებთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რა­თა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა­რიგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტრა­­­დი­ციის დაც­ვა-­განვითარება. რადგან ეს კვლე­ვა, ეს ფიქ­რი მო­მა­ვალ­ზე ამ დი­დი ოჯა­ხის კედ­ლებ­ში ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამეცნიე­რო გონ­მა, მო­მა­ვა­ლი თაო­ბის ახალ­გაზ­რდულ­მა შე­მარ­თე­ბამ, კვლა­ვაც მაღ­ლა უნ­და ატა­როს სამშობ­ლოს სა­სა­ხე­ლოდ, ღვთი­სად­მი სა­მად­ლო­ბე­ლად, ღო­ნიე­რი სამ­შობ­ლოს ასა­შე­ნებ­ლად“, - აღნიშნა აბბა ლავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს აბ­ბა ალა­ვერ­დელ მიტ­რო­პო­ლიტ და­ვითს დოქ­ტო­რის აკა­დე­მიუ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბას.


სიახლეებში დაბრუნება