ფაკულტეტის ერთ-ერთი სტუდენტი უკვე იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით რუმინეთში, სადაც მან გაიარა 6 თვიანი კურსი. ამჟამად ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ERASMUS+ მობილობის გამოცხადებულ კონკურსებში (იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი).
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ბეჟას პოლი-ტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტ-რისთვის (I სემესტრი). საბუთების მიღების ბოლო ვადაa: 17.06.2022.
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19598
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სილეზიის ტექნო-ლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექ-ტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრი-სთვის (I სემესტრი).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.06.2022.
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19596
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო, 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში აცხადებს სტიპენდიების პროგრამებს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. მონაწილეობის
მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა წარადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში, მიმდინარე წლის 24 ივნისამდე.
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19395
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.05.2022.
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19259
2022 წლის 27 მაისიდან 25 ივნისამდე, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (Lille Catholic University) (ლილი, საფრანგეთი) მხარდაჭერით და Junia ISA, Junia HEI და Junia ISEN უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართება ევროპული საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის.
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19241
სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის ცხადდება კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამებზე (National Scholarship Program), 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლისათვის.
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19194
მაგისტრატურის სტუდნტებისათვის რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19118
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gul University - AGU) (კაისერი, თურქეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას სტუდენტებისთვის, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის. https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19015 _
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2022 წელი.
ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19027