სტუ

სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტი დაარსდა 2019 წელს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს კვების ინდუს­ტრი­ისათვის საჭირო მაღალ­კვალიფიკაცი­ური კადრების მომზადებას. დეპარ­ტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩაბმული აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გადაჭრისა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავე­ბის პროცესში.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი როზა ხუციშვილი. მისამართი: ოთახი 420, II სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7367), ელ ფოსტა: r.khutsishvili@gtu.ge

დეპარტამენტში მოღვაწეობს 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 4 მოწვეული მასწავლებელი.

დეპარტამენტში ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები:

წითელი ღვინის ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფა თანა­მედ­­როვე ტენ­დენ­ციების გათვალისწინებით; პრაქტიკულად ღირებულია სამუშაო, რომე­ლიც განხორ­ცი­ელდა მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული სხვადასხვა დამხმარე მასა­ლის ეფექტუ­­რობის შესასწავლად, ქართული ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინის ოქსი­და­ციის პრევენციისა და ნაკლოვანების გამოსწორებისათვის;

ასევე მნიშვნელოვანია კვლევა, რომე­ლიც ეძღვნება საქართველოში იმპორტირებულ, ევროპულ ენოლოგიურ წრეებში გამო­ყე­ნებული ინოვა­ციური მასალების ეფექტურობის შესწავლასა და მათი გამოყენების მიზანშე­წო­ნილობის დადგენას ენდემური ვაზის ჯიშებიდან ღვინოების წარმო­ებისას;

საინტერესოა კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში იმპორტირე­ბუ­ლი და ქართულ ბაზარზე დომინანტი, კომერციული, მშრალი კულტურული საფუვრების გამო­ყე­ნე­ბას ქართუ­ლი ღვინის კომპოზიციაზე ზეგავლენის შესწავლის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია შე­მო­თავაზებუ­ლი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ლუდის წარმოებაში გამოყენე­ბუ­ლი ქერის ალაოს შემცვლელი აუღოჯებელი მასალებისა და ეგზოგენური ფერმენ­ტე­ბის გამოყენე­ბას;

მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს მუხის კასრების ალტერნატიული მასალების ზეგავლენას სხვა­და­სხვა ნედ­ლე­­­ულისაგან მიღე­ბულ ღვინის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებსადა ორგანო­ლეპ­ტიკურ თვი­სებებზე;

დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობენ ადგილობრივი ნედლე­ულის გამო­ყე­ნებაზე სასურსათო წარმოებაში; გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად მსოფლიო ბაზარზე დი­დი ყუ­რად­ღება ექცევა ცილე­ბით კვების პროდუქტების გამდიდრებას, მათ მიერ განხორციელე­ბული კვლევებიდან მნიშვნე­ლო­ვა­ნია პარკოსანი კულტურე­ბის (სოიოს, ცერცვის, ოსპის, ლობიოს და სხვ.) გამოყენება დანა­მა­ტის სახით პურის წარმო­ებაში; შემუშავდა რეცეპტურები, რომლებიც ითვალისწი­ნებს პარკო­სანი კულტურების გამოყენებას და­ნამა­ტების სახით „წითელ დოლის პურთან“ და „ჭვავის პურთან“; ასევე  ჩატარე­ბუ­ლია კვლევა დანამატის სახით ბროწე­ულის წიპწის გამოყენებაზე. კვლევამ აჩვენა მისი უპირატესობა საფუარის ნაწი­ლობ­­რივ ჩამნაცვლებლისა და მინერალური ნივთიერე­ბე­ბით გამამდიდ­რებლის როლში;

კვლევამ, რომელიც ეხება სხვადასხვა ვაშლის ჯიშის მშრალი კონ­ცენტრატების გამოყენებას ფქვილოვან საკონდიტრო წარ­მო­ებაში, აჩვენა, რომ მიღებული პროდუქტები მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული მიკრონუტრიენტებით;

ასევე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიფერენ­ცი­ალური კვლევის მეთოდით შესაძლებელია დადგინდეს კომბინირებული ცხიმოვანი პროდუქ­ტე­ბის სუფთა შემადგენლობა. დერივატოგ­რაფზე შესწავ­ლი­ლია კომბინირებული ცხიმე­­ბიდან გამოყოფილი ცხიმოვანი ფაზის დნობის ხასიათი, რაც იძლევა საშუალებას განისა­ზღვროს ცხიმების ინდივიდუალური მახასიათებლები და დადგინდეს მათი ნატუ­რალუ­რობა.

დეპარტამენტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები დადებული აქვს საწარმოებთან: შპს „ლიდერფუდი“, შპს „ტკბილი ქვეყანა“, სს „მე-4 პურის ქარხანა“, შპს „იფქლი-დიღომი“, შპს „მარნეულის საკონსერვო ქარხანა“, შპს „კულა“, შპს „მითანა“, შპს „ნატახტარი“ და ა.შ