სტუ

„გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის“ დეპარტამენტის ისტორია 40 წელიწადს ითვლის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ასრულებს მეტად საპასუხისმგებლო მისიას ქვეყ-ნისათვის მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი დიმიტრი ერისთავი. მისამართი: ოთახი 707, II სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7363), ელ ფოსტა: d.eristavi@gtu.ge

დეპარტამენტს გააჩნია სათანადო ადამიანური და მატერიალურ - ტექნიკური რესურსი სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებისათვის. დეპარტამენტში მოღვაწეობს 4 პროფესორი, 6 ასოცირებული პროფესორი, 4 ასისტენტ-პროფესორი, 1 უფროსი სპეციალისტი.

დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულებაა:

დღიდან დაარსებისა, დეპარტამენტში მომზადდა 300-ზე მეტი სპეციალისტი, 51 მაგისტრანტი, რომლებიც წამყვან სპეციალისტებად მუშაობენ სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში, აგრეთვე იმ სამინისტროებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, რომლთა პრაქტიკული მოღვაწეობა დაკავშირებულია გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებთან.

            ნაყოფიერია დეპარტამენტის საქმიანობა სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში          1980–2020 წლებში დაცულია: 2 მეცნიერებათა დოქტორის, 7 მეცნიერებათა კანდიდატის,          19 - აკადემიური დოქტორის დისერტაცია. დასრულების სტადიაშია კიდევ 4 სამეცნიერო სამუშაო აკადემიური დოქტორის  ხარისხის მოსაპოვებლად. მიღებული და შესრულებული გვაქვს 5 სამეცნიერო გრანტი: ორი საერთაშორისო, ერთი ადგილობრივი - რუსთაველის ფონდის და ორი შიდა საუნივერსიტეტო.

   დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, პედაგოგთა ტრენინგებსა და გადამზადებაში. მათ მიერ ათვისებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები, სწავლების პროგრესული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვითი აღზრდის ინტეგრირების ხერხები.

    ეკოლოგიური განათლების საუნივერსიტეტო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით დეპარტამენტში დამუშავდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამები, გამოიცა 16 სახელმძღვანელო, 21 დამხმარე სახელმძღვანელო, 12 მონოგრაფია, 17 მეთოდური მითითება, გამოქვეყნდა 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში, მიღებულია  8 საავტორო მოწმობა.

   2010 და 2019 წლებში  დეპარტამენტის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციები „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“ მიძღვნილი გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ვიქტორ დიმიტრი-ძე ერისთავის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი პროგრამის სტუდენტებმა. ხოლო 2021 წლის 19-20 ივლისს, „გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის“ დეპარტამენტი და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ ჩაატარა ერთობლივი ორდღიანი ვორქშოფი უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის თემაზე „მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“. ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 40 -მა მსმენელმა, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

      გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტში  ნაყოფიერი სამეცნიერო - კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

„მყარი ნარჩენების ტექნოლოგიური ნედლეულისადმი მიკუთვნების ფიზიკურ - ქიმიური         პრინციპები რუსთავის მეტალურგიული საწარმოს წიდასაყრელის წიდების მაგალითზე“;

დარიშხანის საწარმოო ნარჩენების განთავსების პირობების შესწავლა და გავრცელების   

არეალის ეკოლოგიური შეფასება;

ჭიათურის მანგანუმის ნედლეულისა და კეთილშობილი ლითონების შემცველი მადნეულის პირიტის კონცენტრატის ერთობლივი გადამუშავება ავტოკლავური მეთოდით;

კარიერული წყლების გაწმენდისა და ლითონთა უტილიზაციის    ტექნოლოგიის დამუშავება;

რეციკლირება, როგორც მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მჟავა კარიერული წყლების გაწმენდის ტექნოლოგიის განხორციელების   საშუალება;

მოლეკულურ-იონური სისტემის დებარირება, დექტორირების ნანოქიმია, მემბრანული     ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო  დანერგვით.

პალიასტომის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე პათოგენური ბაქტერიების ზემოქმედების შესწავლა, მოდელირება და მისი აღკვეთის პრევენციული  ღონისძიებები;

ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნიდან გაფრქვეული აეროზოლების გავრცელების მოდელირება და მისი ეკოლოგიური შეფასება;

მდინარე ხრამის აუზის მიწისქვეშა წყლების  სასმელ-სამეურნეო სისტემად გამოყენების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება;

ტყვიის კრონის წარმოების ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიების  დამუშავება;

ტეტრაცილკური პიროლშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების სინთეზი და მათი        ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა.    

დეპარტამენტის თანამშრომლებს ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული და შესრულებული აქვთ ხუთი სამეცნიერო გრანტი ორი საერთაშორისო, ერთი ადგილობრივი – რუსთაველის ფონდის და ორი შიდა საუნივერსიტეტო.

2004 - 2006 წლებში კათედრა მონაწილეობდა უკრაინის საერთაშორისო  სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროექტში “მაღალეფექტური გამტკნარების დანადგარის საცდელი ნიმუშის დამუშავება და დამზადება” ISTC № G -70;

2005 - 2008 წლებში მიმდინარეობდა მუშაობა Iშთჩ საერთაშორისო გრანტი G - 698.2 შესასრულებლად, რის შედეგადაც დამუშავებულ იქნა მჟავე  კარიერული წყლების მძიმე მეტალებისაგან გაწმენდის მიზნით ბარიტული ნედლეულის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია;

2010 წ. მიღებულია სტუ-ს შიდა საუნივერსიტეტო გრანტი № 44 “ნანოტექნოლოგიით მიღებული კოლოიდური ვერცხლით სასმელი წყლის გაუვნებელყოფის ხელსაწყოების პროექტირება და დამზადება”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასმელი წყლის გაუვნებელყოფა და მისთვის  ბაქტერიოციდული თვისებების მინიჭება;

2010 - 2011 წლებში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის - GNSF/ST 08/5-446 – შესასრულებლად “ელექტრო-მემბრანული მეთოდით მძიმე ლითონებით  დაბინძურებული წყლის გაწმენდისა და ლითონთა კონცენტრირების, აგრეთვე; 

კონცენტრატიდან ლითონთა უტილიზაციის მაღალეფექტური ტექნოლოგიის  დამუშავება და მოდელური დანადგარის შექმნა;

2013 წ. მიღებულ სტუ–ს შიდა საუნივერსიტეტო გრანტ № 66 – ში  მონაწილეობა „საწვავის ახალი მისართის მახასიათებლების კვლევა“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა გარემოსათვის უვნებელი საწვავის (ბენზინის  და დიზელის) მისართის შექმნა - კომპონენტების შეფარდებების დაზუსტება –  და მისი ეკოლოგიური მაჩვენებლების გამოკვლევა;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ლეილა გვერდწითელი 2017-2019 წწ იყო  დოქტორანტ ნათია გიგაურის საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსში მოპოვებული  სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  სამეცნიერო გრანტის „ზესტაფონის ინდუსტრიული რაიონის გარემოს ობიექტებში მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით“ ხელმძღვანელი.