სტუ

ქიმიის დეპარტამენტი შეიქმნა 2017 წელს. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე. მისამართი: ოთახი 200, II სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7365), ელ ფოსტა: m.tsintsadze@gtu.ge

დეპარტამენტში მოღვაწეობს 7 პროფესორი, 14 ასოცირებული პროფესორი, 8 ასისტენტ-პროფესორი.

დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულებებია:

დეპარტამენტის  ისტორიაში უმნიშვნელოვანესია აკადემიკოს გ. ცინცაძის როლი.   იგი ქართუ­ლი ინტელიგენციის იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელმაც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გაბედულად შემოაბიჯა სამეცნიერო-კვლევით ასპარეზზე და მას შემდეგ ათეული წლები თავდადებით იღწვოდა მეცნიერების წინსვლისა და განვითარებისათვის, მაღალი კომპეტენციის მქონე საინჟინრო კადრების აღზრდისა და ჩამოყალიბე­ბი­სათვის. გ.ცინცაძე დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს, მონაწილეობდა სტიბიუმის სულფიდის მიღების ტექნოლოგიის დამუშავებასა და ამ ტექნოლოგიის რაჭის სამთოქიმიურ ქარხანაში დანერგვის პროცესში. გ. ცინცაძემ დაამუშავა მადნე­ულის საბადოს მადანში ოქროსა და პალადიუმის განსაზღვრის მოდიფიცი­რე­ბული მეთოდიკა. აქვე უნდა აღინიშნოს მისი სამუშაოები ინდიუმისა და კადმიუმის სორბციული ქცევის შესახებ სამამულო ანიონიტების როდანიდულ ფორმებზე. ამ კვლევების შედეგად შეიქმნა წინაპირობები რიგი იშვიათი ლითონების დაყოფისა და გამოყენებისათვის.

დეპარტამენტში განხორციელებულია რიგი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერე­ბებისა და კომ­პლექ­სური ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა და ბიოლო­გიური აქტი­ურობის დადგენა. გრძელდება სამუშაოები სპილენძის, რკინის, თუთიის, კადმიუმის, კობალტის, ნიკელის, გალიუმის, ტყვიის, კალის, ლანთანოიდების, გერმანიუმის, სილიციუმის, მანგანუმის და სხვა იშვიათი და გარდამავალი მეტალებისა  და  სხვადასხვა ორგანული ლიგანდების (ამინების, ამიდების, ჰიდრაზიდების, ჰიდრაზონების, დიამიდების, ჰეტეროციკლურ კონდენსირებულბირთვიანი ლიგანდების) კოორდინაციული ნაერთების მისაღებად და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა. მიმდინარეობს  სინთეზირებული კოორდინაციული  ნაერთების ბიოლოგიური თვისებების შესწავლა, კერძოდ, ბიოაქტიური სამკურნალო პრეპარატების საფუძველზე მათი როლის გარკვევა სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის (ტუბერკულოზი, გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებები და ა.შ.)

მრავლობითი წრფივი რეგრესიის მეთოდით შემუშავებულია ორ- და სამკომპონენტიან ნარე­ვებში სასურველი სიზუსტით კომპონენტების კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდიკა, მათი წინასწარი დაცილების გარეშე.  დეპარტამენტის  სამეცნიერო თემატიკაში აღსანიშნავია სამუშაოები, რომლებიც ეხება ამორ­ფუ­ლი მასა­ლე­ბისა და საფარების შესწავლას. გრძელდება სამუშაოები  ახალი სახის მინიმასალების მიღების მიმართულებით და სუსპენზიებში თვით­შე­წონ­ვის ბუნების შესწავლა.

დეპარტამენტში მიმდინარეობს არომატული და ჰეტეროარომატული ნაერთების საფუძველზე სინთეზური საღებრების სინთეზი, თვისებების შესწავლა და გამოყენება.
წარმატებით ხორციელდება  კვლევები ღიაჯაჭვიანი და მაკროციკლური ახალი აზომეთინური ნაერთებისა და მათ საფუძველზე ლუმინოფორული საღებრების სინთეზისა და გამოყენების მიმართუ­ლებით. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაოები ამორფული მასა­ლე­ბისა და საფარების შესწავლის კუთხით.

სამეცნიერო თემატიკა „ფოლადის კონ­სტრუქ­ცი­ების კორო­­ზიისაგან დაცვა“ ეხმიანება საქართველოს ენერგეტიკული პოლიტი­კის მიზნებს – მდგრადი განვითარება, გადაზიდვების კონკურენ­ტუნარიანობა და გამართუ­ლო­ბა. გაზისა და ნავთობსა­დე­ნი სისტემების უსაფრთხოების უზრუნ­ველ­საყოფად შექმნილია ახალი ერთშრიანი დამცავი დანაფარების თანამედროვე სისტემა მსოფლი­ოში აღიარებული დასმის „Direct” ტექნოლოგი­ისათვის, რომელიც 10–ჯერ ზრდის მილსადენე­ბის საექსპლუატაციო ვადას. საყოფაცხოვრებო ტექ­ნი­­­კისათ­ვის შექმნილია ახალი დეკორატი­ული დაბალტემპე­რა­ტუ­რული ერთშრიანი უგრუნტო დანაფა­რები, ხოლო ქიმი­ური რეაქტორები­სათვის – მჟავა-ტუტე ­მე­დეგი მრავალ­პროფილური კომპლექსი და მათი მიღე­ბის რენტაბელური ტექნო­ლო­გია (პროფ. ი. ბერძენიშვილი).

მიმდინარეობს სამუშაოები ქიმიის სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწისა და ქიმიის ისტორიის შესწავლის მიმართულებით.

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით დაიხვე­­წა და შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები, დამხმარე მეთოდური მასალა; შემუშავდა და დაინერ­­გა ვირტუალური პროგ­რამები, რომლებიც ადაპტირებულია სწავლების პირისპირ, ჰიბრი­­­­დულ და დისტანციურ პირო­ბებთან.

დეპარტამენტს აქვს მჭიდრო კავშირები სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო სამეცნიერო ცენტრებთან:  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნ.კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტთან, კიევის ტ. შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტთან, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის აკადემიის ორგანული ქიმიის კათედრასთან, ამავე აკადემიის შუალედური პროდუქტებისა და საღებრების კათედრასთან, მოსკოვის ორგანული შუალედური პროდუქტებისა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, ბაქოს ნავთობის ინსტიტუტის ორგანული ქიმიის კათედრასთან და ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცის საღებრების ინსტიტუტთან.

დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზი­უმებში. 2018 წელს დეპარტამენტის ეგიდით ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკო­სის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტო­­რის, პროფესორ გ. ცინცაძის დაბადების 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია. კონფე­რენ­­ციის მუშაობაში აქტიური მონაწი­ლეობა მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეც­ნი­ერო ცენტრებისა და უნივერსი­ტე­ტების თანამშრომლებმა, ზოგად­სა­გან­­მა­ნათ­ლებლო სკო­ლე­ბის პედაგოგებმა.