2007 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ახლად შექმნილ ფაკულტეტზე სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სტრუქტურულ ერთეულად დაფუძნდა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნაზიბროლა კუციავა. მისამართი: ოთახი 202, II სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7369), ელ ფოსტა: n.kutsiava@gtu.ge
დეპარტამენტში მოღვაწეობს 15 პროფესორი, 12 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი, 1 აკადემიკოსი, მოწვეული პროფესორი და 1 მოწვეული მასწავლებელი.
დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულებებია:
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გარკვეული ჯგუფი გაწევრიანებულია ევროპის კერამიკოსთა საზოგადოებაში (28 ქვეყანა) და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციაში (42 ქვეყანა). პროფ. ზ. კოვზირიძე ამ ორივე ორგანიზაციის საბჭოების წევრია. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ეგიდით აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალ ქალაქებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და ფორუმებში ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით წარდგენილია 100-ზე მეტი სამეცნიერო პრეზენტაცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან შეიქმნა „ბიონანოკომპოზიტებისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტი (დირექტორი პროფ. ზ. კოვზირიძე). ამ ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა კლასტერი, რომელშიც გაერთიანებულია 7 უწყება: ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრი „საროველი“; რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი; ვ. ჭავჭავაძის კიბერნეტიკის კვლევთი ინსტიტუტი და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
ზ. კოვზირიძის ხელმძღვანელობით ინოვაციური ტექნოლოგიით მიღებული ახალი კარბიდ-სიალონური კომპოზიტები, რომლებიც მაღალი ცეცხლგამძლეობით, სისალით და ქიმიური მედეგობით ხასიათდება თერმოშოკების მიმართ, შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული რაკეტულ-კოსმიურ ტექნიკაში, მაღალ ტემპერატურული დამფარავებისათვის, ჯავშანტექნიკის, ტურბინების დისკებისა და ფრთებისათვის, ბირთვული რეაქტორების ცვეთამედეგი კვანძებისათვის. 2015-17 წლებში ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების საუნივერსიტეტო მასალათმცოდნეობის ცენტრში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის თემატიკით შემუშავდა ცემენტის ღუმელების ამონაგის ტექნოლოგია ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე. მის მიმართ განხორციელებული საქარხნო გამოცდების შედეგების მიხედვით იგი სამომავლოდ დანერგვას ექვემდებარება.
ზ. კოვზირიძის მიერ პირველად საქართველოში შეიქმნა მაღალი ანტიბლასტომური ეფექტის მქონე პრინციპულად ახალი ინოვაციური ტექნოლოგია; განისაზღვრა სიმსივნის საწინააღმდეგო მონოთერაპიული სამკურნალო ეფექტი და ადიუვანტური მოქმედება კიბოს პოლიქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. ამ ტექნოლოგიურ ინოვაციურ მეთოდს “Cancerthermia” ეწოდა. პროფ. ზ. კოვზირიძის მიერ შექმნილი უნივერსალური და მკურნალობაში აბსოლუტურად უვნებელი აპარატურა მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდით - “LEZI-1“ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის მიზნით დაინერგა ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში. უმკურნალეს კიბოს მესამე და მეოთხე სტადიით დაავადებულ 450 პაციენტს სხვადასხვა ორგანოებზე. მიღებული შედეგების მიხედვით პრეზენტაციამ კიბოს თერაპიის შესახებ პირველი ადგილი აიღო 2010 წლის 10-13 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდა მეცნიერთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე. დიდი წარმატება ხვდა ასევე კიბოს თერაპიის აპარატურის პრეზენტაციას, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა 2016 წლის 21-25 აგვისტოს, დრეზდენში მსოფლიო კონგრესზე, სადაც 47 ქვეყანა მონაწილეობდა.
ზ. კოვზირიძის ავტორობით ჩატარებულია მასალათა კონსოლიდაციის პროცესების მათემატიკური გათვლა, რისთვისაც მან მიიღო მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პრემია. მის მიერ შექმნილი 6 მათემატიკური ფორმულიდან "საქპატენტში" რეგისტრირებულია 5. სამი გამოქვეყნდა მსოფლიოში ჟურნალების ყველაზე დიდი გაერთიანების Scientific Research Publishing-ს იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში. ამ გაერთიანების ცენტრალური ოფისის გამოხმაურების მიხედვით სტატიები აღნიშნულ ფორმულებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეცნიერების, ინჟინრების და აკადემიურ პერსონალს შორის. მისი ავტორობით გამოცემულია 19 მონოგრაფია, მათ შორის 5 გამოცემულია უცხოეთში.
დეპარტამენტში განხორციელებულია და მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით:
არადეფიციტური და იაფი მისართების (სოფლის მეურნეობის თხევადი ნარჩენებისა და მეორადი პროდუქტების) გამოყენებით ერთნახადი ბენზინის ოქტანური რიცხვისა და ნავთობში შემავალი ნათელი ფრაქციების გამოსავლიანობის გაზრდა. (პროფესორები თ. შაქარაშვილი, ნ. კუციავა და ასოცირებული პროფესორი მ. ანდღულაძე);
ახალი ბიოლოგიურად აქტიური ტეტრაციკლური ჰეტეროციკლური სისტემების სინთეზი მათი სამკურნალო გამოყენების მიზნით (ხელმძღვანელი − პროფ. მ. მაისურაძე);
ხაზოვანი ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზი ალკინ-აზიდის, ე.წ.„კლიკ-რეაქციით“ აკადემიკოს რ. ქაცარავას ხელმძღვანელობით. კვლევების შედეგად შემუშავდა ორიგინალური „სამკომპონენტიანი/ორსაფეხურიანი/ერთ ჭურჭელში“ (One-pot/two-step/three-component synthesis) სინთეზის სქემა; მნიშვნელოვნად გაფართოვდა პოლიკონდენსაციური მეთოდის სინთეზური შესაძლებლობები. მიღებულია და შესწავლილია მთელი რიგი ბიოშეთავსებადი ბიოდეგრადირებადი პოლიმერებისა და მათ საფუძველზე შექმნილია ინოვაციური ბიომასალები. უდიდესია აღნიშნული პოლიმერების ბიოსამედიცინო გამოყენების პერსპექტივები, მათი კომერციული პოტენციალი (მრავალმილიარდიან ბაზარზე) განწოვადი ქირურგიული მასალების, წამლების მიმწოდებელი/გადამტანი სისტემების და თერაპიული პოლიმერების სახით; აგრეთვე მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები, რომლებიც ეფუძნება ახალი თაობის ბიოშეთავსებადი ნანონაწილაკების (ნნ) მიღებას ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე. განსაზღვრულია მიღებული ნანონაწილაკების განვლადობა ოკულარულ ბარიერებში და მათი როგორც ნანოკონტეინერების გამოყენების პერსპექტულობა თვალში წამლების შეყვანისათვის;
დადგინდა გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე „სახარე“ და „გრძელ“ ტბებში არსებული მირაბილიტის საბადოების შედგენილობა და აზამბურის მირაბილიტის შემცველი ტბების საკურორტო დანიშნულებით გამოყენების მიზანშეწონილობა; შემუშავდა წელიწადში 40 000 ტ უწყლო ნატრიუმის სულფატის მიღების სრული ტექნოლოგია (ხელმძღვანელი − პროფ. მ. მჭედლიშვილი);
რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტთან“ ერთად დაზუსტდა ციანმჟავას წარმოების ტექნოლოგიური პარამეტრები პროცესის სტაბილურობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად; ასევე განხორციელდა სამუშაოები ჩამდინარე წყლების გასაწმენდად ქვანახშირის ნარჩენი კუდებით (ხელმძღვანელი პროფ. ლ. გვასალია);
რუსთავის ელექტროლიზური მანგანუმის ორჟანგის ქარხანაში ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრაზე შემუშავებული ტექნოლოგიის მიხედვით განხორციელდა ნატურალური მანგანუმის დიოქსიდის საექსპორტო პროდუქციის გამოშვება (პროფესორები: თ. აგლაძე, ჯ. შენგელია, გ. აგლაძე, ჯ. გველესიანი);
მავნე მინარევებისაგან წყლის გაწმენდის მიზნით მიღებულია ახალი ტიპის მფილტრავი მასალები; ასევე დამუშავდა ულტრადისპერსული ვერცხლის, მაგნეტიტის, კობალტის, ოქროს, სპილენძისა და სხვა ლითონების ნანონაწილაკებისა და სხვადასხვა ლითონის შემცველი მულტიფუნქციური კომპოზიციური ნანოდანაფარების მიღების (თ. აგლაძე, მ. დონაძე, მ. გაბრიჩიძე), არაპირდაპირი ელექტროქიმიური აღდგენისა და დაჟანგვის მეთოდით ცეოლიტების მოდიფი-ცირებისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის (პროფ. ჯ. შენგელია) ტექნოლოგიები;
დასანერგად წარდგენილია ინოვაციური სამუშაოები, რომლებიც ეხება თბილისის მეტროპოლიტენის გვირაბების წყალუჟონადობის პრობლემის გადაჭრას; ენგურჰესის სადაწნეო გვირაბისა და კაშხლის წყალსაცავის ფილტრაციის შემცირება-შეწყვეტას; ტყიბულის შახტის გამაგრების პრობლემის გადაჭრას; ფოთისა და ანაკლიის პორტების სწრაფი ტემპით მშენებლობის წარმართვისათვის წყალქვეშა ბეტონირების უსწრაფესი გამაგრების მეთოდის გამოყენებას (ხელმძღვანელი − პროფ. თ. გაბადაძე);
დამუშავდა ტექნოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს საწარმოო მტვრის ბრიკეტირების პროცესში შემკვრელად თხევადი მინის გამოყენებას; ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის წიდისა და ჭითურის შლამის ნარევებიდან ქვის სხმულის ნაწარმის მიღებას; ფერადი მინის საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაწარმის მიღებას საჩხერის რეგიონის ქვიშებისა და დედოფლისწყაროს კირქვების საფუძველზე; მინის იზოლატორების მიღებას საჩხერის რეგიონის ქვიშებისა და გარე ქართლის რეგიონის ვულკანური ფერფლის გამოყენებით (ხელმძღვანელი − პროფ. თ. ჭეიშვილი);
პროფ. გ. გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით პირველად განხორციელდა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მტკიცე სტრუქტურის პიგმენტებისა და ფლიუსების სინთეზი, რაც უნიკალური მასალაა მხატვრული მინანქრების მისაღებად საეკლესიო და საერო ფერწერაში, მინანქრის ტიხრულ ტექნიკაში; ასევე მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერ-კონსულტატის რანგში ალავერდის ეპარქიაში (ქ. თელავი) აშენებულ თანამედროვე საწარმოში ,,ქვევრის სკოლა-აკადემია”, სადაც ახლო მომავალში ახალი ტექნოლოგიით განხორციელდება ორ-და სამტონიანი ღვინის კერამიკული ქვევრების საწარმოო დამზადება; გარდა ამისა, აღნიშნული საწარმო უზრუნველყოფს საერო და საეკლესიო ფერწერული საღებავების, ძვლის ფაიფურის ტიხრული ტექნიკით დამუშავებული მხატვრული ნაწარმის გამოშვებას და სხვ.;
საქართველოს ბუნებრივი ფილიპსიტის საფუძველზე შექმნილია მაღალეფექტური ბაქტერიციდული სორბენტები და დადგენილია მათი გამოყენების სფეროები (პროფ. ნ. კუციავა);
შესწავლილია კუმისის ლამოვანი ტალახის მშრალ მდგომარეობაში გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით; ასევე პრიორიტეტულია სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიკურად ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური და კოსმეტიკული ნაწარმის მისაღებად (პროფ. ნ. ბოკუჩავა);
ჩატარებულია არაერთი საინტერესო კვლევა საკვები პროდუქტების სრულფასოვნების შესწავლის, ხარისხის კონტროლისა და მართვის მიმართულებით (პროფ. გ. დანელია); დამუშავებულია ტექნოლოგია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გუაშისა და აკვარელის საღებავების მისაღებად (პროფ. მ. წვერავა);
ბიოტექნოლოგიის მიმართულებით აქტუალურია კვლევები, რომლებიც ეხება მაღალი აქტივო-ბის მქონე ფერმენტების მიღებას, გაწმენდას და მათი ჰომოლოგიურობის დადგენას; ანტიკანცეროგენული თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლასა და პრაქტი-კულ გამოყენებას; კვლევები ასევე უკავშირდება სოფლის მეურნეობასა და კვებით ინდუსტრიას. კვლევის ობიექტებს შეადგენს როგორც ბაქტერიები, ასევე ვირუსები. კვლევები ჩატარდა Xanthomonas vesicataria-ს სპეციფიური ვირუსის პერსპექტივებზე პომიდვრის ბაქტერიული ლაქოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად (პროფ. თ. ბუაჩიძე, ასოც. პროფ. ნ. ბუცხრიკიძე, პროფ. ლ. თოფურია);
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბიოტექნოლოგიის მიმართულებისა და შპს „ბიოლოგიკას“ შორის დამყარებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ეს ეხება სხვადასხვა ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო ტესტ-კომპლექტების დამუშავებასა და წარმოებაში დანერგვას. ეს არის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ELISA-ისა (ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზი) და ქრომატოგრაფიული ნაკრებები (იონცვლადი და თხელფენოვანი ქრომატოგრაფია), ელექტროფორეზისა და გელ-ფილტრაციის ჩასატარებელი კომპლექტები (პროფ. ე. კვესიტაძე).