საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - UNI4VERSE, ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, Uni4Verse საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.
2024 წელს პროექტი მწვანე ეკონომიკის თემას ეძღვნება და მასში საქართველოში აკრედიტებული 18 უნივერსიტეტი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს.
„UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.