სტუ
08/11/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუჭუხიძის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს.

78 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი დიმიტრი კუჭუხიძე. მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა.

დიმიტრი კუჭუხიძეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 54 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.

სამძიმარს ვუცხადებთ, კუჭუხიძეების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

დიმიტრი კუჭუხიძე დაიბადა 1946 წელს.  1970 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის კათედრაზე, 1985 წლიდან კი მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად. 2021 წლიდან დღემდე იყო ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად  იყო სათბობის ეკონომიის საკითხები და ეკოლოგიის, კერძოდ,  გამონაბოლქვი აირების გაწმენდის საკითხები. არის 20-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.