სტუ
07/06/2024


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ სამშენებლო ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობს, მათ შორის, მშენებლობა, ჰიდროინჟინერია და საგზაო.

მშენებლობის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი - ანი გულუა; II ადგილი - ანნა გოგალაძე; III ადგილი - ანდრია ქარელი. დოქტორანტურა: I ადგილი - ალექსანდრე ახვლედიანი; II ადგილი - სოფიო გელაშვილი.

ჰიდროინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი - გიორგი კუპრაშვილი; II ადგილი - გიორგი შვანგირაძე, მარიამ ცომაია; III ადგილი - გიორგი ხარძიანი. დოქტორანტურა: I ადგილი - სანდრო კუპრაშვილი; II ადგილი - ანნა გოგალაძე; III ადგილი - ანდრია ქარელი.

საგზაო სექციაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ბაკალავრიატი: I ადგილი - სალომე კეკიშვილი; II ადგილი - ლუკა გულუა; III ადგილი - ლევან იაკობიძე. მაგისტრატურა: I ადგილი - კახა იანქოშვილი; II ადგილი - ნიკა ბეგლარიშვილი. დოქტორანტურა: I ადგილი - ლუკა კურდღელია; II ადგილი - გიორგი ხატიაშვილი; III ადგილი - ნოდარ ხორბალაძე.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.