სამშენებლო მანქანების და მექანიკური მოწყობილობების აკადემიური მიმართულება თავის საწყისს იღებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში არსებული „სამშენებლო და სალიანდაგო მანქანების“ კათედრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინჟინერ-მექანიკოსთა ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საქართველოში პროფესორი ივანებაქრაძე. 1959 წელს ინსტიტუტის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ აღნიშნული კათედრის ბაზაზე 1961 წელს ჩამოყალიბდა „სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა“, რომელსაც დაარსების დღიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი პროფესორი იურიქართველიშვილი. 1989 წლიდან 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი მიხეილშილაკაძე. 2021 წლიდან „სამშენებლო მანქანების“ №108 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი თამაზ ხმელიძე. სხვადასხვა დროს კათედრა ფუნქციონირებდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის, ავტომექანიკურ, სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, ამჟამად კი სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტზე.
თავისი არსებობის მანძილზე კათედრამ გამოუშვა 2000-ზე მეტი სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ. მათ შორის 12 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.
ძირითადიამოცანებიდაფუნქციები
დეპარტამენტი ფუნქციონირებს აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის ძირითადი მიმართულებებია:მშენებლობის მექანიზაცია, ამწე-სატრანსპორტო, სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანების და სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების, აგრეთვე სანავსადგურო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები (შემდეგში მმ, ასსსმ, სიმმ და სსტს).
მთავარი ამოცანა:
შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე დეპარტამენტის პროფილით.
ძირითადი ამოცანები:
ძირითადი ფუნქციები:
საგანმანათლებლომოღვაწეობისმიმართულებები:
საკვლევ-სამეცნიერომიმართულება:
დეპარტამენტივალდებულია:
შემადგენლობადასტრუქტურა: