სტუ

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი

მისია

დეპარტამენტის უმთავრეს მისიად კვლავაც რჩება მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით წარმატებული, მოთხოვნადი სპეციალისტების აღზრდა და გამოშვება.

მიზანი

სასწავლო პროცესების საგანმანათებლო პროგრამებთან შესაბამისობაში წარმართვა. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფა საგნობრივი თემატიკით განსაზღვრული სახელმძღვანელოებით, საკანონმდებლო, ნორმატიული და მეთოდური ლიტერატურით. დეპარტამენტი სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებში ჩართულობის ამაღლების მიზნით, შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს საინვესტიციო-სამშენებლო სფეროს სუბიექტების მდგრადი განვითარების, მარკეტინგული სტრატეგიებისა და კომპანიების ეფექტიანობის შეფასების მეთოდების შემუშავების მიმართულებით.

დეპარატმენტის ძირითადი სტრატეგია

დასახული მიზნები რეალიზებული იქნება სასწავლო პროცესების დაგეგმვის, კოორდინირების, მონიტორინგის სისტემების სრულყოფისა და აკადემიური პერსონალის მზაობის ამაღლებასთან დაკავშირებული სწორი სტრატეგიის შემუშავების პირობებში.