დიდი პროგრესი კომპიუტრული ტექნოლოგიების განვითარებაში საშუალებას იძლევა რთული ეკონომიკური პროცესების გამოკვლევებში აქცენტები გაკეთდეს ფორმალიზებულ მეთოდებსა და ალგორითმებზე, როგორც ზუსტ და საიმედო ინსტრუმენტებზე.
ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების ამოცანათა გადაწყვეტა, შეზღუდული რესურსების ოტიმალური განაწილება, ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების გამომუშავება და მთელი რიგი სხვა რეალური პრობლემის წარმატებული გადაჭრა თანამედროვე ეტაპზე წარმოუდგენელია ეკონომეტრიკული და ზოგადად, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების (ემმმ) გამოყენების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეჭვსგარეშეა, თუ რაოდენ აქტუალურია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე საინჟინრო სფეროებში. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება.
სწორედ ზემოთაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს „ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის“ დაფუძნება საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან 2013 წელს. იმთავითვე ლაბორატორიის კვლევის ძირითადი მიზნები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
თანამედროვე ეტაპზე ლაბორატორიული მეცადინეობები კომპიუტრულ კლასში უტარდებათ ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის როგორცბაკალავრიატის (სასწავლო დისციპლინები ეკონომიკური პროცესების მოდელირება და ეკონომეტრიკა), ისემაგისტრატურის (სასწავლო დისციპლინა - ეკონომეტრიკა II) საფეხურის სტუდენტებს. ლაბორატორიული სამუშაოების თემატიკა მრავალფეროვანია და გამოიყენება პროგრამული პაკეტების ფართო სპექტრი (წრფივი და არაწრფივი პროგრამირების, მატრიცული თამაშების, დარგთაშორისი ბალანსის, რეგრესიულ-კორელაციური ანალიზისა და სხვ.). თითოეული ლაბორატორიული სამუშაო ტარდება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს ორ აკადემიურ საათს. პირველ საათზე ხდება ტიპიური ამოცანის ამოხსნის დემონსტრირება, ხოლო მეორე საათზე სტუდენტებს ეძლევათ ლაბორატორიული სამუშაოს დავალება. შესრულებული სამუშაო კი აიტვირთება შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში. ლაბორატორია ეხმარება მაგისტრანტებს და დოქტორანტებს კვლევის პროცესებში გამოიყენონ შესაბამისი პროგრამული ინსტრუმენტები. ლაბორატორია პერმანენტულად აფართოვებს ლაბორატორიული სამუშაოების თემატიკას და უახლოეს მომავალში აქტიურად ჩაერთვება სამეცნიერო-კვლევით პროექტებშიც.
Advances in the development of computer technologies allow for the emphasis on formalized methods and algorithms in the investigation of complex economic processes.
Economic-mathematical methods and models (EMMM) are: solving tasks of economic analysis and forecasting, optimal allocation of limited resources, development of effective management solutions and successful solution of a number of other real problems are unimaginable at the modern stage without the use of econometric. Therefore, there is no doubt how relevant it is to train highly qualified specialists, especially in the fields of economics and business administration, as well as engineering. Without this, sustainable economic development of the country is impossible.
The aforementioned circumstances led to the establishment of the "Economic Process Modeling Laboratory" at the Engineering Economics Department of GTU in 2013. The main research objectives of the same laboratory were formulated as follows:
At the modern stage, laboratory studies are conducted in the computer class for students of both the bachelor's degree (study disciplines of economic processes modeling and econometrics) and master's degree (study discipline - econometrics II) of the economics educational program. The topics of laboratory works are diverse and a wide range of software packages are used (linear and non-linear programming, matrix games, inter-branch balance, regression-correlation analysis, etc.). Each laboratory work is conducted in an interactive mode and includes two academic hours. In the first hour, the solution of a typical problem is demonstrated, and in the second hour, the students are given the task of laboratory work. The completed work will be uploaded to the corresponding electronic journal. The laboratory helps master's and doctoral students to use appropriate software tools in research processes. The laboratory is permanently expanding the subject of laboratory work and will actively participate in scientific research projects in the near future.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური კვლევის
ლაბორატორიის 2022 წლის და 2023-წლის პირველ ნახევარში
შესრულებული სამუშაოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
სოციალური კვლევის ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი დებულებისა და არსებული გეგმის მიხედვით. კერძოდ, 2022 წლის 18 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული, სოციალური კვლევის ლაბორატორიის ეგიდით და აქტიური მონაწილეობით, ამავე ფაკულტეტის ამჟამად უკვე დოქტორის სოფიო ფაჩულიას მიერ ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ეძღვნებოდა გენდერული ურთიერთობების ბალანსის პრობლემატიკას. ექსპერტული ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აკადემიურ პერსონალთან, სოციალური და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულების სპეციალისტებთან და პროფესორებთან. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა გარკვეული კონტინგენტიც. კვლევის პროექტს ხელმძღვანელობდა აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი, პროფესორი იაშა (კოკა) კუტუბიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა გურგენიძის, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, ასისტენტ-პროფესორ - ნატო მახათაძის მონაწილეობით.
განხორციელებული კვლევის შედეგად 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა კოლექტიური მონოგრაფია - (იხ: ვაჟა გურგენიძე, ნატო მახათაძე, სოფიო ფაჩულია. ,,გენდერული სტერეოტიპების ევოლუციის მექანიზმი და ძირითადი ფაქტორები“ (შედარებით სისტემური ანალიზი). თბ., 2022 (280 გვ). ნაშრომი (სახელმძღვანელო) მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის რეკომენდაციით და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ხელშეწყობით.
2022 წლის მაისის თვის მეორე ნახევარში და ივნისის თვის დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა: ,,საპენსიო აკადემიური პერსონალის პოტენციალის გამოყენება და პოსტ საპენსიო პერიოდის პრობლემები“. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიამ. კვლევის ფარგლებში ჩატარდა online ანკეტირება, კვლევა იყო ანონიმური. სამიზნე ჯგუფი/რესპონდენტები სტუ-ს აკადემიური პერსონალი.
2022 წლის ივნისიდან, თანამშრომლობის საფუძველზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის ,,სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდამჭერ ფარგლებში განხორციელდა სტუ-ს და სსუ-ის ერთობლივი ქვეპროგრამა, რომელშიც მონაწილეობა საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიამ მიიღო.
პროექტის მიზნები:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სტუდენტთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;
2023 წლის იანვარი-მარტის თვეში ჩატარდა კვლევა: ,,რეკლამის სოციალურ - ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფაქტორები სოციუმზე’’, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო დოქტორანტმა გიორგი ჯავახიშვილმა. კვლევის ფარგლებში მოხდა რეკლამის ზეგავლენის მეცნიერული გაზომვა ასაკისა და განათლების დონისა (დამოუკიდებელი Y ცვლადი) და რეკლამის გავლენის (დამოკიდებული X ცვლადი) ცვლადებს შორის. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - ანკეტირება, სულ გამოიკითხა 650 სტუდენტი, 400 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და 250 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. შესაბამისად, კვლევიდან გამომდინარე, შეიქმნა 6 ფოკუს ჯგუფი, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკრეტულ-სოციოლოგიურ გამოკითხვაში. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ ექსპერტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან. ინტერვიუს 45 წუთი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რის შედეგადაც მიღებულია გამოხმაურება და ღირებული მოსაზრებები, რომლებიც რეკომენდაციების დამუშავებისთვის იყო გამოყენებული.
ამ მიზნის განხორციელებისათვის ფაკულტეტზე სტუდენტებისათვის ჩამოყალიბდა დროებითი ფსიქო-სოციალური კონსალტინგის ჯგუფი. სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორები ლია მეტრეველი და როზა გაფრინდაშვილი პროექტის ფარგლებში კონსულტაციებს უტარებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებს.
2022 და 2023 საანგარიშო წლის განმავლობაში, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დეპარტამენტის ეგიდით და სოციალური კვლევების ლაბორატორიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობათა კონკრეტული საკითხების სოციალური კვლევა. კვლევის პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ კარლო კოპალიანის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ: სტუ-ს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იაშა (კოკა) კუტუბიძე, პროფესორი ვაჟა გურგენიძე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ნატო მახათაძე, ამავე ფაკულტეტის ამჟამად უკვე დოქტორები - სულხან ინაიშვილი და სანდრო ცოცხალაშვილი. კვლევის ობიექტსა და საგანს წარმოადგენდა საქართველოს თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კურსი, რომელიც თანხვედრაშია მის გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობასთან და განსაზღვრავს ახალ პოლიტიკურ სამოქმედო სივრცეს. სოციოლოგიური გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩინეთის მიმართ და ჩინური კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების ზეგავლენის შესწავლა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით. განხორციელდა სტუდენტების და ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა შედეგების განზოგადება. შეზღუდვების დაწესებას არ ჰქონდა ადგილი. ამ გარემოებამ საგრძნობლად გაზარდა კვლევის ვალიდურობა. სოციოლოგიური კვლევის სიახლე წარმოადგენდა ის, რომ აქამდე არ ჩატარებულა ქართველი სტუდენტების და ადგილობრივი მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩინეთის მიმართ. კვლევის პირველ ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა განწყობების შემსწავლელი ემპირიული მასალის შემუშავება და მოძიება. შემდეგი ნაბიჯი იყო მოპოვებული მასალის საფუძველზე, მაგალითზე კითხვარის შედგენა. საბოლოოდ კი შეგროვებული ემპირიული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და სისტემურ - კონცეფტუალური ანალიზი. ამოცანები შესრულდა. მიზანი მიღწეულ იქნა. აღნიშნული კვლევის შედეგად ბეჭდური გამოცემისთვის მომზადდა და გამოქვეყნდა კოლექტიური მონოგრაფია. აღნიშნული ნაშრომი გამოქვეყნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით.- იხ.: იაშა(კოკა) კუტუბიძე, ვაჟა გურგენიძე, სულხან ინაშვილი, სანდრო ცოცხალაშვილი. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტები და ძირითადი ფაქტორები“. თბ.: 2022 (გვერდების რაოდენობა 616) სოციალური მეცნიერების დეპარტამენტის და სოციალური კვლევის ლაბორატორიის პერსონალი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური და სოციალური ,,კონსალტინგის“ პროცესში.
ლაბორატორია თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის ანალოგიურ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან. ლაბორატორიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში ხორციელდებოდა სტუ-ს სტუდენტური იდეებისა, დოქტორანტების კვლევებისა და ინოვაციების ინფორმაციული ხელშეწყობა და ორგანიზება. სამომავლო გეგმები: სტუ-ს უნივერისტეტის ხელშეწყობით ვიგეგმებით ლონგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორ ბაშქარ დასთან ერთობლივი საერთაშორისო პროექტის განხორციელებას.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სოციალური კვლევების ლაბორატორიის
ხელმძღვანელი, პროფესორი ვ. გურგენიძე
სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი ნატო მახათაძე