სტუ

ელ. სახელმძღვანელოები

გუტენბერგის აღმოჩენიდან, რომელმაც კაცობრიობას განუზომელი სამსახური გაუწია, დიდი დროა გასული, თითქმის მიილია მისი ეპოქა. ციფრულ-ელექტრონული ტექნოლოგია ჩაენაცვლა საყოველთაოდ, წიგნიც ელექტრონული გახდა და მაინც...

ნაბეჭდი წიგნი არ კარგავს აქტუალობას და... ფუნქციას. ამას მოწმობს ტრადიციული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ინტენსივობა. განსაკუთრებით ცხადად ჩანს ეს საუნივერსიტეტო სტუდენტურ ბიბლიოთეკაზე

ფაკულტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტების ყურადღების ცენტრშია. მისი წიგნადი ფონდი მუდმივად ივსება უახლესი ლიტერატურით. ფონდი შეადგენს 3000 წიგნს. ყოველდღიურად ბრუნვაშია 30 წიგნი. განსაკუთრებული მოთხოვნილებაა პროფესორების: თ. ჯაგოდნიშვილის, ივ. ჯაგოდნიშვილის, გ. ჯოლიას, თ. მალაღურაძის, ე. შაკიაშვილის, მ. ქაჯაიას, მ. შელეგიას და სხვათა სახლემძღვანელოებზე.