საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის NN#1987 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის დეკანად დაინიშნა პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი; ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამები გადანაწილდა შემდეგნაირად: ევროპისმცოდნეობა - საბაკალავრო, სამაგისტრო; მასობრივი კომუნიკაცია – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო; ჟურნალისტიკა (რუსულენოვანი) - საბაკალავრო; საზოგადოებრივი ურთიერთობები - საბაკალავრო, სამაგისტრო; არქეოლოგია – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო; ეკონომიკა - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო; ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; თეოლოგია - სადოქტორო პროგრამა, სოციალური მეცნიერებები - სადოქტორო.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შვიდი დეპარტამენტი და ერთი სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს.
თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი
2001 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარე-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე თეოლოგიის კათედრა (შემდგომში თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი) დაარსდა.
სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომლებსაც ესწრებოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და წმინდა სინოდის წევრები.
უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, რექტორატის მხარდაჭერით სტუ-ში დაფუძნდა წმინდა გიორგის, წმინდა ნინოსა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველო-ლაბორატორიები, სტუ-ს 100 და თეოლოგიის ცენტრის 20 წლისთავთან დაკავშირებით რექტორის დავით გურგენიძის ინიციატივით, მოიხატა აღნიშნული ლაბორატორიები.
საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ დაფუძნდა სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალი „სვეტიცხოველი", რომლის მთავარი რედაქტორი დღემდე ბრძანდება პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. ჟურნალის გამოცემით ფაქტობ¬რივად აღდგენილ იქნა XX საუკუნის დასაწყისში (1917 წელს) წმიდა მღვდელმოწამე პატ¬რიარქის კირიონ II-ის ხელდასხმით მაშინდელი „სრულიად საქართველოს საკათალი¬კოზოს საბჭოს" მიერ დაფუძნებული ჟურნალ „სვეტიცხოვლის" გამოცემა.
2016 წელს თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაშია.
ცენტრის არსებობის პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევაა „თეოლოგიის" სადოქტორო პროგრამის შექმნა.
ცენტრში გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები მათ შორის პროფესორ, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის `საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ათტომეული~.