2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.
თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები, რომლებშიც ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლოგოს ინსპირაცია მისივე მრავლფეროვნება გახდა, რომელიც აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე არასტანდარტულ დეტალებს.