სტუ

იურე ზოვკო

ხორვატიის ფილოსოფოსის, ჰეგელის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰეგელის ყოველწლიური კრებულის თანარედაქტორი

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩვენ უნივერსიტეტს შორის კოოპერაციის გაღრმავებისათვის და საერთო ევროპულ სივრცეში ჩვენი აკადემიური პოტენციალის ჯეროვნად წარმოჩენა-მხარდაჭერისთვის, ზადარის უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორს იურე ზოვკოს მიენიჭა ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


პროფესორი ზდისლავ კრასნოდებსკი

ცნობილი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ასევე მოქმედი ევროპარლამენტარი და კომიტეტის ვიცე-სპიკერი.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (2017-2019), ევროპარლამენტის ინდუსტრიის კვლევებისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ვარშავის უნივერსიტეტის პროფ. ზდისლავ კრასნოდებსკი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივ თანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ევროკავშირის ქვეყნების აკადემიურ სივრცეებთან მეტად დაახლოებისა და ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერისთვის, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება