საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის N1987 დადგენილების საფუძველზე სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დაყოფის გზით შეიქმნა სამი ახალი ფაკულტეტი, მათ შორის 2.2. პუნქტის თანახმად საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ამავე დადგენილების 3.1. პუნქტის შესაბამისად ჩვენს ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამები გადანაწილდა შემდეგნაირად:
შემდგომში ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულები - აკადემიური დეპარტამენტები პროგრამული ნიშნით დაკომპლექტდა; მოგვიანებით, ფაკულტეტს გადმოეცა „სოციალური მეცნიერებების“ სადოქტორო პროგრამა და შესაბამისად, ფაკულტეტის სტრუქტურაში გაჩნდა ახალი სტრუქტურული ერთეული სოციალური მეცნიერებების აკადემიური დეპარტამენტის სახით.
დღეისათვის ზემოჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამები წარმატებით ხორციელდება შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით, რისი ტრადიციაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს.