სტუ

მართვის სისტემა "ბურთი ფირფიტაზე"

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

მართვის სისტემა "ბურთი ფირფიტაზე"

 

სასწავლო კურსი: Control Systems In Medicina. III კურსი. 2023 წ.

ავტორები

Nino Kokoladze, Erguney Barkay, Mohamed Alashry, George Ibrahim, Mohamed Atwa

ხელმძღვანელი:

ზვიად ღურწკაია

მოკლე აღწერა

პროფორციულ-ინტეგრალურ-დიფერენციალური კონტროლერების ფართოდ გამოიყენება მრავალ პროექტებში. გამონაკლისს არც ბიოსამედიცინო ინჟინერია წარმოადგენს. PID კონტროლერები გვხვდება რადიაციული თერაპიის  აპარატებში, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებში, კომპიუტერულ ტომოგრაფებში, ანგიოგრაფებში და სხვ.

სტუდენტების მიერ შექმნილია მართვის სისტემა Arduino-ს ბაზაზე, რომელიც PID-კონტროლერების გამოყენებით ახდენს ბურთის ავტომატურ მართვას და მისთვის სასურველი პოზიციისა და მოძრაობის ტრაექტორიის მიცემას. სენსორული ეკრანი აფიქსირებს ბურთის პოზიციას და აწვდის სიგნალს პროცესორს. პროცესორი აანალიზებს ბურთის პოზიციას მოცემულ მომენტში, წარსულ დროში და ახდენს მომავალი პოზიციის პრედიქციას, რითაც მიიღწევა მაქსიმალური სტაბილურობა და ცდომილების მინიმუმამდე დაყვანა.

პროექტი მომავალში გამოყენებული იქნება, როგორც ლაბორატორიული სასწავლო მასალა კურსზე "მართვის თეორია" და "მართვა სამედიცინო სისტემებში".