სტუ

მილსადენში ჰაერის კონტროლის მოწყობილობა ჰემოდიალიზის დროს

სამაგისტრო ნაშრომი

2022 წ.

მილსადენში ჰაერის კონტროლის მოწყობილობა ჰემოდიალიზის დროს

სტუდენტი

ლადო სეხნიაშვილი

ხელმძღვანელი:

ნიკოლოზ ინვია

მილსადენში ჰაერის კონტროლის მოწყობილობა ჰემოდიალიზის დროს

ჰემოდიალიზის დროს სისხლის მონიტორინგის სისტემის შემუშავება მიზნად ისახავს ექსტრარენალური წმენდის პროცედურების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ჰაერის ემბოლიის მძიმე შედეგების თავიდან აცილებას. ჰემოდიალიზის პროცესი მოითხოვს კონტროლის გაზრდას ისეთ პარამეტრებზე როგორიცაა : დიალიზის დოზა, სისხლის პერფუზიის სიჩქარე, ულტრაფილტრაცია, სისხლის მოცულობა, მისი შემადგენლობა და ა.შ. ჰაერის ემბოლია, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა ბლოკირდება არტერიაში უცხო სხეულის გაჭედვით, როგორიცაა მაგალითად სისხლის კოლტი ან ჰაერის ბუშტუკი, კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა ჰემოდიალიზის დროს. ჰემოდიალიზის აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰაერის ჩართვის კონტროლის სისტემა მილსადენში, რომლებიც სისხლში ხვდება პროცედურის ჩატარების დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ ნაშრომში განხილულია ოპტიკური სენსორის მუშაობა ჰაერის ჩანართების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, რომელსაც შეუძლია შემთხვევით მოხვდეს სისხლში, როცა არ არის საკარისად ჰერმეტული შეერთება ან ჰემოდიალიზის მითითებული პარამეტრები

დარღვეულია. სისხლში ჰაერის ჩანართების არსებობა. ჰაერის ჩართვის კონტროლის სისტემა, ჰაერის ემბოლია, მილსადენში ჰაერის კონტროლის მოწყობილობის ბლოკ დიაგრამა. მოცემული მოწყობილობით შევძლებთ ხელოვნურად ჩამკეტი დამჭერის ჩანაცვლებას და ოპტიკური სენსორის ჩამატებას, რომელიც უსაფრთხოების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.