კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
დეფიბრილატორების ტესტირების სასწავლო სიმულატორი
სასწავლო კურსი: Programming in Visual Studio. I კურსი. 2022 წ.
ავტორები
Shuhd Hizam
Salama Zain
ხელმძღვანელი:
ზვიად ღურწკაია
მოკლე აღწერა
პანდემიის პირობებში, ვირტუალურმა სასწავლო ლაბორატორიებმა განსაკუთრებული ინტერესი შეიძინა. ჩვენს მიერ შექმნილია სასწავლო ვირტუალური სიმულატორი, რომელიც ახდენს დეფიბრილატორების ტესტირების პროცესის ყველა ეტაპის სიმულირებას. აღსანიშნავია, რომ დეფიბრილატორების გამართულ მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება გადაუდებელი თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებებში და ის სიცოცხლის შემანარჩუნებელ სამედიცინო ხელსაწყოს მიეკუთვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა დეფიბრილატორების ტესტირების პროცესი. გამოყენებული იყო დეფიბრილატორი Rescue და ტესტერი Fluke DP7000. ტესტერი აფასებს შემდეგ პარამეტრებს: ენერგია, სინქრონიზაციის დრო, დამუხტვის დრო და ფაზურობა. შეგროვდა სიმულატორისათვის აუცილებელი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა.
სასწავლო სიმულატორი შექმნილია Microsoft Visual studio-ს პროგრამული უზრუნველყოფით, დაპროგრამების ენის C# გამოყენებით. სიმულატორის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დეფიბრილატორის ტესტირების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ზუსტი იმიტირება: ხელსაწყოების ჩართვა, დეფიბრილატორზე გასაზომი პარამეტრების დაყენება, დეფიბრილატორის განმუხტვა და გაზომვის შედეგად მიღებული პარამეტრების გამოტანა ეკრანზე. შესაძლებელია ყველა გაზომვის იმიტირება; ენერგია (ჯოული), სინქრონიზაციის დრო (წმ), დამუხტვის დრო (წმ) და ფაზურობა (მონოფაზური/ბიფაზური).