სტუ

კონკურსი

05/02/2018

მოთხოვნები ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ინსპექტორის ვაკანსიაზე

  

ინსპექტორი

სამუშაო ადგილი: ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი)/ ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველოს ტექნოლოგიური განვითარების განყოფილება (ინსპექტორი)

  • ვაკანსიის რაოდენობა -  1 (ერთი);

  • თანამდებობრივი სარგო – 1040 (ათას ორმოცი) ლარი;

  • მისამართი: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №10;

  • სამუშაოს ტიპი: ნორმირებული სამუშაო დღე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  1. უმაღლესი განათლება  (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  2. სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მინიმუმ 1 წელი;
  3. კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკის მიმართულებით გამოცდილება;
  4. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft office; Linux, Windows 2003/2008/2012 R2 ინსტალაცია კონფიგურაცია. Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება.
  5. სამონტაჟო-გასამართ სამუშოებთან მუშაობის გამოცდილება;
  6. სასურველია სუსტ დენებთან მუშაობის გამოცდილება მუნიმუმ 1 წელი;
  7. სასურველია სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
  8. სასურველია ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  9. სასურველია სახანძრო და სიგნალიზაციის სისტემებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  10. სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  11. სასურველია მართვის მოწმობა. 


სამართლებრივი აქტების ცოდნა: 

  1. საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ“;
  2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 3 ოქტომბერის №558  ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ.


სამუშაოს აღწერილობა: 

საქართველოს მასშტაბით:

  1. შედგენილი პროექტის მიხედვით ობიექტის დაკაბელება;
  2. საკომუნიკაციო წერტილების აწყობა გამართვა;
  3. შედგენილი პროექტის მიხედვით ობიექტზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი და გამართვა;
  4. სახანძრო და დაცვის სისტემების მონტაჟი და გამართვა;
  5. ობიექტის დაგეგმვა, შესწავლა;
  6. ტექნიკური და პროგრამული პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
  7. დაზიანებული სისტემის აღდგენა, შესწავლა;
  8. ვიდეოს ჩამწერ მოწყობილობებზე (NVR, DVR) კონფიგურაციების გაწერა;
  9. ლოკალურ ქსელთან მუშაობა;
  10. ლიცენზირებადი დაწესებულებების ვიდეო სისტემების შემოწმება;
  11. მოთხოვნილი ვიდეო ჩანაწერების არქივაცია.


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსებისდროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. ფოტო-სურათი;


კონკურსი მოიცავს:   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  31 დეკემბრის  N995  ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს-ში სამსახურის გავლის წესი“- ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრულ - სპეციალურ საკონკურსო ეტაპებს.


სიახლეებში დაბრუნება