სტუ

კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი - უფასო სასწავლო კურსი სტუ-ის სტუდენტებისთვის

08/04/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, Erasmus+ პროგრამის - Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, ორთვიან სასწავლო კურსზე - კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი, სტუდენტების მიღებას აცხადებს.

სწავლა  21 აპრილს დაიწყება.

კურსი მიზნად ისახავს, ქსელური ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ქსელური მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

მოკლევადიანი კურსი მოიცავს:

  • კომპიუტერული ქსელების ძირითადი პრინციპები
  • LAN ქსელის დაგეგმვა და აწყობა
  • IP მისამართების კონფიგურაცია
  • Router და Switch-ის საბაზისო კონფიგურაცია
  • ქსელის პრობლემების დიაგნოსტიკა
  • WiFi ქსელის კონფიგურაცია
  • ქსელის უსაფრთხოების საბაზისო მექანიზმების გამოყენება
ლექციების დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
  • დაწყების დრო: 18:00
  • ლექციის ხანგრძლივობა: 1 - 1.5 საათი
  • სასწავლო მასალა: ინგლისურ ენაზე
  • ინგლისური ენის ცოდნის დონე: B1
  • კურსზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ლექციები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მე-9 კორპუსში ჩატარდება.

კურსი სტუ-ის სტუდენტთათვის არის სრულიად უფასო და ხორციელდება ევროკომისიის Erasmus+ პროგრამის - Micro-GEAR პროექტის ფარგლებში.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.