საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიო“-ს (HERIO) დამფუძნებლები ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა შეხვდნენ.
შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სწავლება-სწავლის პროცესი, ასევე, სტუდენტის კარიერული წინსვლა.