სტუ
04/05/2017

2 მაისს შედგა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ს/გ „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებს შორის. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნაზი კუციავა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. მამუკა მაისურაძე. რუსთავის აზოტის მხრიდან - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე, ფინანსური დირექტორი თემურ ჯანყარაშვილი, დირექტორის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხმიადაშვილი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი გელა იაკობაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საწარმოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შემდგომი პარტნიორობისათვის აუცილებელი საკითხები: სასწავლო პროგრამების დამსაქმებელთა მოთხოვნებისადმი კიდევ უფრო მისადაგება, სახელობითი სტიპენდიების შემოღება, სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა ”რუსთავის აზოტში”, ”პროცესებისა და აპარატების” სასწავლო ლაბორატორიის აღდგენის საქმეში შესაძლო დახმარება.

დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები ზემოაღნიშნული საკითხების დეტალურად განხილვისათვის.


სიახლეებში დაბრუნება